მთავარი » ჯანდაცვა » სოფელ ყარაჯალაში უფასო სამედიცინო გასინჯვების აქცია ჩატარდა
ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მოსახლეობის უფასო სამედიცინო გასინჯვების აქცია გაიმართა.

სოფელ ყარაჯალაში უფასო სამედიცინო გასინჯვების აქცია ჩატარდა

ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მოსახლეობის უფასო სამედიცინო გასინჯვების აქცია გაიმართა.

ადგილობრივებს პროფილაქტიკური კვლევები ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმებმა ჩაუტარეს. აქციის მიმდინარეობას ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი ავთანდილ თალაკვაძე დაესწრო.

სოფელ ყარაჯალას მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებას ქირურგიის ეროვნული ცენტრის 15 სხვადასხვა პროფილის ექიმი-სპეციალისტი მთელი დღის განმავლობაში უწევდა. ადგილობრივებს უფასო ექოსკოპიური და კარდიოლოგიური გამოკვლევები ჩაუტარდათ. დანიშნულების მიღების შემდეგ კი შესაბამისი მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცათ. 

უფასო, მრავალპროფილური სამედიცინო გასინჯვების აქცია საგანგებო სიტუაციებისა და კოორდინაციის რეჟიმის დეპარტამენტის ორგანიზებით პერმანენტულად იმართება და მთელ ქვეყანას მოიცავს. 

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …