მთავარი » ჯანდაცვა » სოფელ სანიორეში მოსახლეობის უფასო სამედიცინო გასინჯვების აქცია გაიმართა
ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, სანიორეში მოსახლეობის უფასო სამედიცინო გასინჯვების აქცია გაიმართა.აქცია პერმანენტულად იმართება და მთელ ქვეყანას მოიცავს.

სოფელ სანიორეში მოსახლეობის უფასო სამედიცინო გასინჯვების აქცია გაიმართა

ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, სოფელ სანიორეში მოსახლეობის უფასო სამედიცინო გასინჯვების აქცია გაიმართა.

თელავის მუნიციპალიტეტის რვა სოფლის მოსახლეობას სამედიცინო მომსახურება ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმებმა გაუწიეს. ადგილობრივებს, აქციის ფარგლებში, უფასო ექოსკოპიურ-კარდიოლოგიური გამოკვლევები ჩაუტარდათ და დანიშნულების შესაბამისი მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცათ.

გასინჯვების პარალელურად C ჰეპატიტზე სკრინინგი მიმდინარეობდა. მრავალპროფილური სამედიცინო პროფილაქტიკური აქცია პერმანენტულად იმართება და მთელ ქვეყანას მოიცავს.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …