მთავარი » ჯანდაცვა » სოფელ ჭუბერის ამბულატორიას ავტოსატრანსპორტო საშუალება გადაეცა
სოფელ ჭუბერის ამბულატორიას ავტოსატრანსპორტო საშუალება გადაეცა, ხოლო ონის სამედიცინო ცენტრს ექოსკოპიის აპარატი გადასცეს.

სოფელ ჭუბერის ამბულატორიას ავტოსატრანსპორტო საშუალება გადაეცა

დევნილთა და განსახლების სამინისტროსა და სამედიცინო ცენტრ „გორმედს“ შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, მინისტრმა სოზარ სუბარმა, მინისტრის პირველმა მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ და „გორმედის“ დირექტორმა გია სვანაძემ სოფელ ჭუბერის ამბულატორიას ავტოსატრანსპორტო საშუალება, ხოლო ონის სამედიცინო ცენტრს ექოსკოპიის აპარატი გადასცეს.

დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით, მაღალმთიან რაიონებში არსებული სამედიცინო დაწესებულებებისთვის მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და თანამედროვე ტიპის ექოსკოპიის აპარატის გადაცემა სამედიცინო პერსონალს შესაძლებლობას მისცემს, მოსახლეობას და მათ შორის, იქ მცხოვრებ დევნილებსა და ეკომიგრანტებს კიდევ უფრო დროული და ეფექტური მომსახურება გაუწიონ.

სამინისტრო „გორმედთან“ უკვე ოთხი წელია თანამშრომლობს. ამ ხნის განმავლობაში, სამედიცინო მომსახურება ათეულობით დევნილს გაეწია, მათ შორის, სრულიად უსასყიდლოდ ჩატარდა რთული და გადაუდებელი ოპერაციები.

info9.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …