მთავარი » ჯანდაცვა » სოციალური პროექტი – რა გაწუხებთ? 25 იანვრიდან დაიწყება
პროექტი „რა გაწუხებთ?“ საქართველოს მოსახლეობის სურვილებისა და მოლოდინების, მათი საჭიროებების ზუსტად განსაზღვრისთვის შეიქმნა.

სოციალური პროექტი – რა გაწუხებთ? 25 იანვრიდან დაიწყება

თბილისი (GBC) – ჯანდაცვის სამინისტრო ახალ  სოციალური პროექტს იწყებს, რომელიც მოსახლეობის მოთხოვნების ზუსტი განსაზღვრისთვის დაეხმარება.

პარასკევს, 12:00 საათზე,  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და გლობალური ალიანსის პრეზდენტი ჟან-ელი მალკინი ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ, სადაც  ერთობლივი სოციალური ინიციატივის „რა გაწუხებთ?“  პრეზენტაცია გაიმართება.

პროექტი „რა გაწუხებთ?“  საქართველოს მოსახლეობის სურვილებისა და მოლოდინების, მათი საჭიროებების ზუსტად განსაზღვრისთვის შეიქმნა.

25 იანვრიდან სპეციალური კითხვარების საშუალებით, მოსახლეობის გამოკითხვა დაიწყება. ახალი ინიციატივა სამინისტროს საზოგადოების სამედიცინო საჭიროებების კიდევ უფრო, ზუსტად განსაზღვრაში დაეხმარება. 25 იანვრიდან კითხვარი, როგორც ინტერნეტით – ვებგვერდზე www.1505.ge , ასევე, ჯანდაცვის რეგიონულ ოფისებში იქნება ხელმისაწვდომი. გამოკითხვის შედეგებს დაამუშავებს და შეაჯამებს სოციოლოგიური კვლევის კომპანია.

შეგახსენებთ, 2015 წლის აპრილში, საქართველოს მთავრობასა და  საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფ „გლობალურ ალიანსს“ შორის საქართველოს ჯანდაცვის სფეროს მართვის ინოვაციური ინსტრუმენტებისა და სრულყოფის მიმართულებების შემუშავების მიზნით შეთანხმება გაფორმდა.

საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფი „გლობალური ალიანსი“, რომელსაც საფრანგეთის ყოფილი საგარეო და სამგზის ჯანდაცვის მინისტრი ბერნარ კუშნერი ხელმძღვანელობს,   ჯანდაცვის სისტემების მართვის მსოფლიოს აღიარებული ექსპერტებითაა დაკომპლექტებული.

გლობალური ალიანსისა და საქართველოს მთავრობას შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული,  ჯანდაცვის სისტემის სრულყოფის დოკუმენტების მომზადება, რომელიც პირველადი ჯანდაცვის რეორგანიზაციის, ხარჯთეფექტურობის გაზრდის,  სამედიცინო მომსახურებასა და მედიკამენტებზე ხელმოსაწვდომობის ამაღლების, ჯანდაცვის ევროპულ  ნორმებთან და კანონმდებლობასთან ინტეგრაციისა და მართვის ევროპული სტანდარტების დანერგვას ითვალისწინებს, დასრულებულია.

  ამჟამად მიმდინარეობს დოკუმენტების ქართულ ენაზე თარგმნა. „გლობალურ ალიანსთან“ ხელშეკრულება  მთავრობის  გადაწყვეტილებით 1 მაისამდე გაგრძელდა.

gbc.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …