სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისათვის საკვები მიკროელემენტების გაცემა დაიწყო.ოჯახები , რომელთა სარეიტინგო ქულა 100 000-ს ქვემოთაა და ჰყავთ 6 -დან 23 თვემდე ბავშვები, საკვებ დანამატებს „მედფარმა პლიუსის“ აფთიაქებში უფასოდ მიიღებენ. თბილისში ეს აფთიაქი დიმიტრი უზნაძის ქუჩაზე 76/1-ში მდებარეობს.
თითოეული ბავშვი მოხმარებისათვის ერთჯერადად 6 კოლოფს, ანუ 180 პაკეტს მიიღებს. ოჯახებს აფთიაქშივე გადაეცემათ მიკროელემენტების გამოყენების ინსტრუქცია, სადაც დეტალურადაა გაწერილი მისი მიღების წესი.
ბენეფიციარმა აფთიაქში უნდა წარადგინოს ბავშვის დაბადების და ოჯახის სრულწლოვანი წევრის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის დედანი და ასლი. ადგილზევე მოხდება მათი გადამოწმება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და გადაეცემათ საჭირო რაოდენობის დანამატი. საკვები დანამატების მისაღებად არ არის საჭირო ექიმის დანიშნულება.
მიკროელემენტებით გაჯერებული საკვების მიღება მნიშვნელოვანი პრევენციაა ბავშვებისათვის, რათა თავიდან ავიცილოთ ნივთიერებათა დეფიციტი და მისგან გამოწვეული ავადობა.
პირველ ბენეფიციარს მიკროელემენტები შრომის, ჯანმრეთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ზაზა სოფრომაძემ გადასცა და მისი გამოყენების წესიც გააცნო.
მიკროელემენტების კომპლექსი ფრანგულ ფირმა“ DSM Nutritional Products Europe Ltd “-ს მიერაა წარმოებული და მასში 15 მიკროელემენტი შედის, მათ შორის:
- რკინა ( Iron (EFF 10 mg),
- ა ვიტამინი, (400 mcg RE),
- თუთია (ZnG 4.1 mg),
- ცე ვიტამინი- Vitamin C (AA 30 mg),
- ფოლიუმის მჟავა (Folic acid (90 mcg),
- ვიტამინი დე 3 ( Vitamin D3 (5.0 mcg),
- ვიტამინი ე (Vitamin E (TE 5.0 mg),
- ვიტამინი ბე 1 (Vitamin B1 (0.5 mg),
- ვიტამინი ბე2 (Vitamin B2 (0.5 mg),
- ვიტამინი ბე6 (Vitamin B6 (0.5 mg),
- ვიტამინი ბე12 (Vitamin B12 (0.9 mcg),
- ვიტამინი ბე3 (Niacin (6.0 mg),
- სპილენძი (CuS 0.56 mg),
- Iodine (KI 90 mcg),
- სელენი (Selenium (NaS 17 mcg).
Jandacvis Saministro