მთავარი » მსოფლიო » სკანდალი რუმინეთში: ექიმები პაციენტებზე ცდებს უკანონოდ ატარებდნენ

სკანდალი რუმინეთში: ექიმები პაციენტებზე ცდებს უკანონოდ ატარებდნენ

 

რუმინეთის გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა 50 ფსიქიატრის   წინააღმდეგ, რომლებიც აყალბებდნენ დოკუმენტებს ექსპერიმენტების ჩატარების მიზნით და ასევე, თავად კლინიკური კვლევების შედეგებს – ამის შესახებ იუწყება პორტალი vadamec.ru.

ქალაქ არადაში არსებული კლინიკის  ფსიქიატრიული განყოფილების ფროფესორი დელია პოდია ეჭვმიტანილ იქნა გარიგებაში ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტებთან. ვადამდელი პენსიის დანიშვნის სანაცვლოდ ის პაციენტებს სთავაზობდა მონაწილეობა მიეღოთ ისეთ კლინიკურ კვლევებში, რომლებიც არ არის ნებადართული.

სამართალდამცავმა ორგანოებმა ჩაატარეს საგამოძიებო სამუშაოები ბუქარესტის სამედიცინო დაწესებულებებში და წამლის ეროვნულ სააგენტოში. გარდა ამისა, რუმინეთის პროკურატურა იუწყება ისეთი მედიკამენტების რეალიზაციის მოსალოდნელ რისკზე, რომლებიც, შესაძლოა, საფრთხის შემცველი იყოს ჯანმრთელობისთვის.

სამშაბათს რუმინეთი კიდევ ერთი სკანდალში გაეხვა. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის  სააგენტოს დირექტორატმა ამხილა ონკოლოგები, რომლებიც კორუფციულ გარიგებაში იყვნენ ფარმაცევტულ კომპანიებთან და პაციენტებს მკურნალობის მიზნით სწორედ ამ კომპანიების მიერ წარმოებულ ჯენერიკ მედიკამენტებს უნიშნავდნენ.

pharma.net.ua

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …