მთავარი » ჯანდაცვა » სკანდალი ჯანდაცვის სისტემაში – პრივილეგირებული კლინიკები და სავარაუდო კორუფციული სქემა
კლინიკა გულის ხელმძღვანელი კონკრეტულ ფაქტებზე მიუთითებს, რომლებიც მის ეჭვებს ამყარებს კორუფციული სქემის შესახებ.

სკანდალი ჯანდაცვის სისტემაში – პრივილეგირებული კლინიკები და სავარაუდო კორუფციული სქემა

შ.პ.ს. პირველ საავადმყოფოში, რომელიც პირველი კლინიკური საავადმყოფოს სარდაფში რამდენიმე თვის წინ გაიხსნა, ბოლო პერიოდია სასწრაფო დახმარებას ყველაზე მეტი პაციენტი გადაყავს.

ამას თავად სასწრაფო დახმარების სამსახურის სტატისტიკაც ადასტურებს, თუმცა განსაკუთრებულ ყურადრებას საკითხზე დედაქალაქის სხვა კლინიკები ამახვილებენ.

კლინიკა გულშიც და სხვა საავადმყოფოებშიც მსგავსმა პრობლემამ თავი მას შემდეგ იჩინა, რაც სასწრაფო დახმარებაში ახალი ხელმძღვანელი დაინიშნა, რომელიც სულ სხვა სტატისტიკაზე საუბრობს. სასწრაფო დახმარების ხელმძღვანელი პაციენტების კლებას კლინიკების რაოდენობის ზრდით ხსნის.

თავად შ.პ.ს. პირველი საავადმყოფოს ხელმძღვანელი, რომელსაც ედავებიან, აცხადებს, რომ სასწრაფო დახმარებასა და პაციენტებს უბრალოდ სერვისი და სწორი მენეჯმენტი მოსწონთ და ამიტომაც ანიჭებენ მის კლინიკას უპირატესობას.

კლინიკა გულის ხელმძღვანელი კონკრეტულ ფაქტებზე მიუთითებს, რომლებიც მის ეჭვებს ამყარებს კორუფციული სქემის შესახებ. მელია სასწრაფო დახმარების სამსახურის ხელმძრვანელთან ერთად დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძესაც ახსენებს.

ავტორი: აკაკი გოგიჩაიშვილი.

rustavi2

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …