მთავარი » ჯანდაცვა » სისხლის დონორთა საერთაშორისო დღეს საქართველოც უერთდება
სისხლის დონორთა საერთაშორისო დღეს საქართველოც უერთდება.”სისხლი ყველას გვაერთანებს”. კამპანიის მიზანია მადლიერების გამოხატვა უანგარო დონორების მიმართ.

სისხლის დონორთა საერთაშორისო დღეს საქართველოც უერთდება

სისხლის დონორთა საერთაშორისო დღეს საქართველოც უერთდება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” დაავადებათა კონსტროლის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, 2016 წლის კამპანიის თემაა : ”სისხლი ყველას გვაერთანებს”.

აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც ცენტრის ხელმძღვანელი პირები და თბილისის და რუსთავის მერიის წარმომადგენლები დაესწრებიან. ასევე, სისხლის უანგარო, რეგულარული დონორები, არასამთვრობო ორგანიზაციები, კერძო სექტორი, საერთაშორისო ორგანიზაციები.

„კამპანიის მიზანია მადლიერების გამოხატვა იმ უანგარო დონორების მიმართ, რომლებიც ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად ნებაყოფლობითა და უანგაროდ გასცემენ სისხლს. ამ დღის აღნიშვნა ასევე მიზნად ისახავს უანგარო, რეგულარული დონორობის მნიშვნელობის ხაზგასმას და მოუწოდებს ადამიანებს გახდნენ სისხლის უანგარო, რეგულარული დონორები”, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …