მთავარი » ჯანდაცვა » სილამაზის სალონებში აღმოჩენილ დარღვევებზე სახელმწიფოს რეაგირების ბერკეტი არ აქვს
მონიტორინგის შედეგად საკმაოდ სერიოზული დარღვევებია აღმოჩენილი.სილამაზის სალონებში აღმოჩენილ დარღვევებზე სახელმწიფოს რეაგირების ბერკეტი არ აქვს.

სილამაზის სალონებში აღმოჩენილ დარღვევებზე სახელმწიფოს რეაგირების ბერკეტი არ აქვს

სილამაზისა და ტატუ სალონების მონიტორინგის შედეგად საკმაოდ სერიოზული დარღვევებია აღმოჩენილი.

როგორც „კომერსანტს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსმა რამაზ ურუშაძემ განუცხადა, ქვეყნის მასშტაბით სილამაზის სალონების მონიტორინგისას გამოვლინდა სანიტარული წესების დარღვევების ფაქტები, როგორიცაა სტერილიზაციის წესებისა და ჰიგიენური ნორმების დარღვევა.

მისი თქმით, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც 4-5-სავარძლიან სალონში სტერილიზაციის აპარატი საერთოდ არ აღმოჩნდა, თანამშრომლებს კი საერთოდ არ აქვთ ინფორმაცია თუ რა სანიტარული ნორმები უნდა იყოს დაცული.

როგორც რამაზ ურუშაძე აცხადებს, ძირითადად დარღვევები მაინც ტატუ სალონებზე მოდის. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი აცხადებს, ინვენტარიზაცია დაახლოებით სალონების 70%-ს უკვე ჩატარებული აქვს და პროცესი გრძელდება.

რამაზ ურუშაძე აცხადებს, ამ ეტაპზე მხოლოდ სალონების ინვენტარიზაცია მიმდინარეობს, რათა შესაბამის უწყებებს ჰქონდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, ობიქეტების რა რაოდენობასთან და რა ტიპის სალონებთან აქვთ საქმე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლის განცხადებით, ისინი სარეკომენდაციო ხასიათის შენიშვნებს აძლევენ ობიექტებს და ეხმარებიან იმ წესების დაცვაში, რომელიც მთავრობის დადგენილებით არის განსაზღვრული.

როგორც უწყების წარმომადგენელი ამბობს, ოფიციალური მონიტორინგის განხორციელება იქამდე ვერ მოხდება, ვიდრე კანონში ცვლილებები არ განხორციელდება და კონკრეტულ უწყებებს ამ მიმართულებით კომპეტენციებს არ განუსაზღვრავენ.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ სილამაზისა და ტატუ სალონების მონიტორინგი იანვარში დაიწყო.

მოწმდება სხვადასხვა ესთეტიკური და კოსმეტოლოგიური პროცედურა, როგორიცაა თმის მოვლა-პარსვა, პირსინგი, ტატუ, მანიკიური,პედიკიური. მონიტორები აფასებენ, სუფთავდება თუ არა სათანადოდ ზედაპირები, ხორციელდება თუ არა იმ ინსტრუმენტების სტერილიზაცია-დეზინფექცია, რომლებიც გამოიყენება ინვაზიური პროცედურებისას, ერთჯერადი ხელსაწყოები რეალურად ერთჯერადად გამოიყენება თუ არა და ა.შ.

commersant.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …