მთავარი » მსოფლიო » “სიცოცხლის რეისით” უკრაინიდან კიდევ 42 პატარა ონკოპაციენტი გაემგზავრა

“სიცოცხლის რეისით” უკრაინიდან კიდევ 42 პატარა ონკოპაციენტი გაემგზავრა

უკრაინის მოქალაქეები, რომლებსაც სხვადასხვა დაავადება აწუხებთ, რუს აგრესორებთან ბრძოლის პარალელურად, მეორე – საკუთარ დაავადებასთან ომში არიან ჩართულნი. უკრაინის სახელმწიფო ომის პირველივე დღეებიდან ზრუნავს მათზე და ცდილობს, უსაფრთხო ადგილას, მათ შორის უცხოეთში გადაიყვანოს ისინი, რათა მკურნალობის გაგრძელება შეძლონ. ამ კუთხით აქტიურობს უკრაინის პირეველი ლედი ოლენა ზელენსკა, რომელიც თავის ფეისბუქ-გვერდზე დღეს ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას აქვეყნებს. როგორც ზელენსკა წერს, კიდევ 42 პატარის (ჯამში კი 200-ზე მეტის) უცხოეთში გადაყვანა მოხერხდა.

ისევე, როგორც წინა „სიცოცხლის რეისების“ შემთხვევაში, ბავშვები ჯერ ლვოვში, დასავლეთ უკრაინის სპეციალიზებულ საბავშვო სამედიცინო ცენტრში ჩავიდნენ, შემდეგ კი, ახლობლებისა და ექიმების თანხლებით პოლონეთში გაემგზავრნენ. პოლონეთიდან, საერთაშორისო ონკოლოგიური საზოგადოების მხარდაჭერით, ისინი მუდმივი მკურნალობის მიზნით ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გაემგზავრებიან.

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …