მთავარი » მსოფლიო » შვეიცარია საკუთარ მოქალაქეებს კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინაციის რეკომენდაციას აღარ აძლევს

შვეიცარია საკუთარ მოქალაქეებს კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინაციის რეკომენდაციას აღარ აძლევს

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჯერ კიდევ ებრძვის  პანდემიას, შვეიცარიამ განაცხადა, რომ აღარ იძლევა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის რეკომენდაციას.

ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფედერალურმა სამსახურმა (FOPH) განაცხადა, რომ ვაქცინის გაკეთებას რისკის ჯგუფში შემავალ მოქალაქეებსაც აღარ ურჩევს. შვეიცარიის ხელისუფლებამ ასეთი გადაწყვეტილება ახსნა იმ ადამიანების დიდი რაოდენობით, რომლებმაც უკვე ჩაიტარეს ვაქცინაცია ან ბუნებრივი იმუნიტეტი დაავადების გადატანის შედეგად გამოიმუშავეს.

„პრინციპში, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები არაა რეკომენდებული 2023 წლის გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში. შვეიცარიაში თითქმის ყველაა ვაქცინირებული ან ინფექციაგადატანილი და გამოჯანმრთელებული,“ – ნათქვამია FOPH-ის განცხადებაში.

ამასთან, მაღალი რისკის მქონე ადამიანებთან, მათ შორის 65 წლის და უფროსი ასაკისა და დასუსტებული იმუნიტეტის პირებთან, ასევე ორსულებთან დაკავშირებით, FOPH-ი აცხადებს, მათ შეუძლიათ ვაქცინის მიღება საკუთარ ექიმთან ინდივიდუალური განხილვის შემდეგ.

 

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …