შინაგან საქმეთა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ელზა ჯგერენაიამ „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ადამიანით ვაჭრობის შემთხვევების გამოვლენის ხელშეწყობის შესახებ“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის გაფორმების მიზანია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) პრევენციის ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების, ასევე მის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ამაღლებისა და გამოვლენის ხელშეწყობა“, – ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმი ითვალისწინებს კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობას და ინფორმაციის გაცვლას, ასევე მხარეებს შორის გამოცდილების გაზიარებას, ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას.
შსს-ს ცნობით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი წარმოადგენს საქართველოს შესაბამისი უწყებების მიერ ადამიანით ვაჭრობის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კიდევ ერთ პროაქტიულ საშუალებას.