მთავარი » მსოფლიო » შოტლანდიაში არასრულწლოვნებთან ერთად ავტომობილში სიგარეტის მოწევა აიკრძალება
შოტლანდიაში ძალაში შედის კანონი, რომელიც ავტომობილში 18 წლამდე ასაკის პირებთან ერთად მოწევას კრძალავს,-ინფორმაციას BBC ავრცელებს.

შოტლანდიაში არასრულწლოვნებთან ერთად ავტომობილში სიგარეტის მოწევა აიკრძალება

შოტლანდიაში ძალაში შედის კანონი, რომელიც ავტომობილში 18 წლამდე ასაკის პირებთან ერთად მოწევას კრძალავს,-ინფორმაციას BBC ავრცელებს.

შოტლანდიის პარლამენტის გადაწყვეტილებით, აკრძალვის მიზანია ბავშვები მოწევისგან დაიცვას. კანონდამრღვევი ჯარიმის სახით ათასამდე ფუნტით (1.2 ათასზე მეტი დოლარით) დაჯარიმდება.

შოტლანდიის ჯანდაცვის მინისტრის აილინ კემპბელის განმარტებით, სიგარეტის კვამლი ტოქსიკური ნივთიერებებს შიცავს, რომლებიც განსაკუთრებით სახიფათოა ბავშვებისთვის. მინისტრის თქმით, აღნიშნული კანონი იმით კი არ აის მნიშვნელოვანი, რომ მწეველები დასაჯოს, არამედ მათი ქცევა შეცვალოს. ორგანიზაცია Forest-ი, რომელიც მწეველებს აერთიანებს აცხადებს, რომ აღნიშნული კანონის მიღება ზედმეტია.

ორგანიზაციის დირექტორის საიმონ კლარკის განცხადებით, ზოგიერთი მოზარდი ავტომობილში ბავშვებთან ერთად ეწევა. ინგლისსა და უელსში არასრულწლოვნის თანდასწრების მოწევა 2015 წლიდან იკრძალება, მაგრამ პოლიცია კანონის სირთულეს უჩივის.

ipress.ge

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …