მთავარი » ჯანდაცვა » შიდსისა და ტუბერკულოზის სფეროში მომუშავე სამოქალაქო სექტორის ფორუმი მიმდინარეობს
შიდსისა და ტუბერკულოზის სფეროში მომუშავე სამოქალაქო სექტორის ფორუმი მიმდინარეობს.ყურადღება გაამახვილეს ამ კუთხით მიღწეულ პროგრესზე და დარჩენილ გამოწვევებზე.

შიდსისა და ტუბერკულოზის სფეროში მომუშავე სამოქალაქო სექტორის ფორუმი მიმდინარეობს

სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” შიდსისა და ტუბერკულოზის სფეროში მომუშავე სამოქალაქო სექტორის ფორუმი მიმდინარეობს.

ფორუმი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გახსნა. შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს ამ კუთხით უკვე მიღწეულ პროგრესზე და დარჩენილ გამოწვევებზე.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ფორუმი წელიწადში ერთხელ იმართება. მისი ორგანიზატორი ერთიანი საკოორდინაციო საბჭოა, რომლის მიზანსაც სახელმწიფო გლობალური ფონდისა და სხვა დონორების დახმარებით მიმდინარე აივ ინფექციის, შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის სახელმწიფო დონეზე კოორდინირება წარმოადგენს.

“დღევანდელი შეხვედრა ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს ეგიდით ტარდება. საკოორდინაციო საბჭოს ძირითადი ფუნქციაა სახელმწიფოს არასამთავრობო და პაციენტთა ორგანიზაციების წარმომადგენელთა კოორდინაცია. იმისათვის, რომ განხორციელდეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ჯანდაცვითი პროექტები, უდიდესია მხარდაჭერა, რომელსაც გლობალური ფონდი გვიწევდა, ეს პროექტი რამდენიმე წელიწადში მთლიანად სახელმწიფოს დაფინანსებაზე გადავა.

შესაბამისად, მთელ რიგ შეხვედრებს ვახორციელებთ, რათა ეს გარდამავალი პერიოდი იყოს სწორი, შენარჩუნდეს მასში სამოქალაქო ჩართულობა. მოქალაქეებისათვის შენარჩუნებული იყოს ოპტიმალური სერვისი”, – განაცხადა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე შეჯერდება გარდამავალი პერიოდის გეგმის ძირითადი პარამეტრები.

გლობალური ფონდის დაფინანსებასთან ერთად სახელმწიფო იხდის გარკვეულ თანხებს, ძირითადი დაავადებების – ტუბერკულოზის, შიდსისა და მალარიის მართვაში. უახლოესი ორი წლის განმავლობაში ეტაპობრივად შემცირდება გლობალური ფონდის დაფინანსება ამ კუთხით და შესაბამისად, ეტაპობრივად გაიზრდება სახელმწიფო დაფინანსება.

ზუსტად 2 წლის შემდეგ მთლიანად სახელმწიფო იქნება პასუხისმგებელი. გარდამავალი გეგმის შინაარსი სწორედ ეს არის. სწორად განისაზღვროს 2 წლის განმავლობაში განსახორციელებელი ნაბიჯები”, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, გლობალური ფონდი უახლესი 2 წლის განმავლობაში შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის პროექტისთვის 50 მილიონ ლარზე მეტ თანხას გამოყოფს.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …