მთავარი » ჯანდაცვა » საერთაშორისო ორგანიზაციები » შევიმუშაო და შევცვალო ჯანდაცვის სისტემა მინისტრთან ერთად, აქ ამიტომ ვარ-კუშნერი თბილისშია
ამიტომ ვარ აქ, შევიმუშაო და შევცვალო ჯანდაცვის სისტემა მინისტრთან ერთად, გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება, მოგაწოდოთ იდეები- განაცხადა კუშნერმა.

შევიმუშაო და შევცვალო ჯანდაცვის სისტემა მინისტრთან ერთად, აქ ამიტომ ვარ-კუშნერი თბილისშია

გლობალური ალიანსის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბერნარდ კუშნერი საქართველოში დღეს ჩამოვიდა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფრანგ სტუმარს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და გლობალური ალიანსის პრეზიდენტი ჟან ელი მალკინი დახვდნენ.კუშნერის თქმით, ის საქართველოში ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თხოვნით ჩამოვიდა.

“გარკვეული დრო გავიდა მას მერე რაც აქ ვიყავი, მაგრამ რომ დავბრუნდი ეს ძალიან მახარებს, არა მხოლოდ მოგონებების თვალსაზრისით, არამედ მიხარია, რომ დავბრუნდი სამუშაოდ, თქვენთან ერთად. თქვენ იცით, რომ მე ვარ “გლობალური ალიანსის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც მუშაობს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხებზე.

ჯანდაცვის მინისტრმა მთხოვა ჩამოვსულიყავი და დავხმარებოდი საქართველოს, ჯანდაცვის სისტემის რეფორმების განხორციელებაში. რა თქმა უნდა დეტალებზე არ ვისაუბრებ.

ჩვენ გვაქვს სამუშაო შეხვედრა მინისტრთან, მაგრამ რა თქმა უნდა თქვენ გჭირდებათ რეფორმა, ჩვენ გვჭირდება ეს რეფორმა, რადგან სოციალური მდგომარეობა მნიშვნელოვანია და არა მხოლოდ სოციალური მდგომარეობა.

სამედიცინო- ჯანდაცვის სისტემა თითქმის ყოველდღიურად და ყოველწლიურად იცვლება. თქვენ ამ ცვლილებების შუა გზაზე ხართ. აქ იმისთვის ვართ, რომ დაგეხმაროთ, გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება, მოგაწოდოთ იდეები იმის შესახებ, როგორ შევცვალეთ, ჩვენ, ჯანდაცვის სისტემა საფრანგეთში. სწორედ ამიტომ ვარ აქ, შევიმუშაო და შევცვალო ჯანდაცვის სისტემა მინისტრთან ერთად“, – განაცხადა კუშნერმა.

newposts.ge

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

შემოდგომის სკოლა დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენელ კლაუდია სტეინთან და ჯანმო-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ მარიჯან ივანუშასთან ერთად გახსნა.

ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემაზე შემოდგომის სკოლა გაიხსნა

საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური ბიუროს მიერ ორგანიზებულ სასწავლო კურსს მასპინძლობს. ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის განვითარებასა …