მთავარი » ჯანდაცვა » საერთაშორისო ორგანიზაციები » შეხვედრა გაიმართა თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოსთან
დავით სერგეენკო აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA)ერთობლივი საფრთხის შემცირების მიმართულების დირექტორს, ელიზაბეტ ჯორჯს შეხვდა.

შეხვედრა გაიმართა თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოსთან

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) ერთობლივი საფრთხის შემცირების მიმართულების დირექტორს, ელიზაბეტ ჯორჯს შეხვდა.

შეხვედრას აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში ქვეყანათაშორისი ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს, ურთიერთთანამშრომლობის შედეგად განხორციელებული პროექტები მიმოიხილეს და ყურადღება ახალი ეტაპების განვითარებაზე გაამახვილეს.

განხილვისას ლუგარის ლაბორატორიის რეგიონული მნიშვნელობის, პირველადი ჯანდაცვის ექიმებისა და ინფექციონისტებისთვის ელექტრონული სწავლების პლატფორმის, ასევე ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების სტრატეგიის მხარდაჭერაზე გააკეთეს აქცენტი.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

შემოდგომის სკოლა დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენელ კლაუდია სტეინთან და ჯანმო-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ მარიჯან ივანუშასთან ერთად გახსნა.

ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემაზე შემოდგომის სკოლა გაიხსნა

საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური ბიუროს მიერ ორგანიზებულ სასწავლო კურსს მასპინძლობს. ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის განვითარებასა …