შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ქალბატონმა ნინო ბერძულმა მსოფლიო ბანკის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, შიდსის, ტუბერკულოზის და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
მხარეებმა შეხვედრაზე განიხილის 2017 წლის ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობისა და დანახარჯების კვლევის ჩატარების გეგმა, ასევე იმსჯელეს ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშების მომზადებისათვის შესაძლებლობების გაძლიერებაზე.
მინისტრის მოადგილემ კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია განხორციელებულ სამუშაოებსა და სამომავლო ხედვებთან დაკავშირებით. საერთაშორისო ექსპერტებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მხარდაჭერა და შემდგომი თანამშრომლობის მზადყოფნა.