27 და 28 ნოემბერს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დელეგაციამ, მინისტრის მოადგილის ნინო ბერძულის მეთაურობით გამართა შეხვედრები კატარის ადმინისტრაციული განვითარების, შრომისა და სოციალური დაცვის და კატარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროების წარმომადგენლებთან.
განხილული იყო ორივე ქვეყნის მიღწევევი და გამოწვევები შესაბამის სფეროებში. მხარეებმა გამოხატეს ინტერესი გააგრძელონ თანამშრომლობა და გააღრმავონ გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები.