მთავარი » ჯანდაცვა » საერთაშორისო ორგანიზაციები » შეხვედრა ევროპის მეან-გინეკოლოგთა კოლეჯის წარმომადგენლებთან
ნინო ბერძული ევროპის ქვეყნების მეან-გინეკოლოგთა ასოციაციების გაერთიანების პრეზიდენტს, ტაჰირ მაჰმუდსა და მომავალ არჩეულ პრეზიდენტს, ჯეკი ნიზარდს შეხვდა.

შეხვედრა ევროპის მეან-გინეკოლოგთა კოლეჯის წარმომადგენლებთან

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული ევროპის ქვეყნების მეან-გინეკოლოგთა ასოციაციების გაერთიანების პრეზიდენტს, ტაჰირ მაჰმუდსა და მომავალ არჩეულ პრეზიდენტს, ჯეკი ნიზარდს შეხვდა.

მხარეებმა რეპროდუქციული, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკითხები განიხილეს და სახელმწიფოს მიერ ამ მხრივ განხორციელებულ პროექტებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე ძირითადი აქცენტი დედათა და ახალშობილთა სიკვდილობის, ასევე მკვდრადშობადობის კლინიკური აუდიტის სისტემის გაძლიერების გზებზე გაკეთდა.

შეხვედრის ფარგლებში, ევროპის ქვეყნების მეან-გინეკოლოგთა ასოციაციების გაერთიანების ჩართულობის გაზრდის მიმართულებით, თანამშრომლობის გეგმა შემუშავდა.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

შემოდგომის სკოლა დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენელ კლაუდია სტეინთან და ჯანმო-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ მარიჯან ივანუშასთან ერთად გახსნა.

ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემაზე შემოდგომის სკოლა გაიხსნა

საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური ბიუროს მიერ ორგანიზებულ სასწავლო კურსს მასპინძლობს. ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის განვითარებასა …