შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული ევროპის ქვეყნების მეან-გინეკოლოგთა ასოციაციების გაერთიანების პრეზიდენტს, ტაჰირ მაჰმუდსა და მომავალ არჩეულ პრეზიდენტს, ჯეკი ნიზარდს შეხვდა.
მხარეებმა რეპროდუქციული, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკითხები განიხილეს და სახელმწიფოს მიერ ამ მხრივ განხორციელებულ პროექტებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე ძირითადი აქცენტი დედათა და ახალშობილთა სიკვდილობის, ასევე მკვდრადშობადობის კლინიკური აუდიტის სისტემის გაძლიერების გზებზე გაკეთდა.
შეხვედრის ფარგლებში, ევროპის ქვეყნების მეან-გინეკოლოგთა ასოციაციების გაერთიანების ჩართულობის გაზრდის მიმართულებით, თანამშრომლობის გეგმა შემუშავდა.