შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლპარაკებების საკითხებში გენერალური დირექტორატის გაერთიანების ხელმძღვანელს მეთიუ ბუსკეტს შეხვდა.
მხარეებმა ქვეყანაში შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობა, დასაქმების პოლიტიკის ხელშეწყობის საკითხები, თანამშრომლობის განვითარების გზები, ამ მიმართულებით გატარებული ღონისძიებები განიხილეს და სტრატეგიის პრაქტიკული განხორციელების საშუალებებზე იმსჯელეს.
ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული ესწრებოდა. #ჯანდაცვა2017