მთავარი » ჯანდაცვა » შეიძლება ცუდად ჟღერს, მაგრამ პაციენტების კმაყოფილება სწორედ ექიმების ხარჯზე ხდება
მიზერული პროცენტი გვეძლევა. ყველაზე მეტად დაზარალებულები ვართ სპეციალისტები. ცუდად ჟღერდეს, მაგრამ პაციენტების კმაყოფილება სწორედ ექიმების ხარჯზე ხდება.

შეიძლება ცუდად ჟღერს, მაგრამ პაციენტების კმაყოფილება სწორედ ექიმების ხარჯზე ხდება

ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებთან დაკავშირებით, ონკოლოგმა მანანა ჯანგულაშვილმა აღნიშნა, რომ ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის ფარგლებში სპეციალისტი ექიმები საკმაოდ დაჩაგრულები არიან.

„ჩვენ ვმუშაობთ მხოლოდ შიდა სტანდარტით, როგორც ხელმძღვანელობა გვიხსნის. რა თანხაც შემოვა, იქიდან მიზერული პროცენტი გვეძლევა. ყველაზე მეტად დაზარალებულები ვართ სპეციალისტები. შეიძლება ცუდად ჟღერდეს, მაგრამ პაციენტების კმაყოფილება სწორედ ექიმების ხარჯზე ხდება.

მთავარი ის არის, რომ  ოჯახის ექიმის ინსტიტუტი არ ამართლებს ძალიან ბევრ ქვეყანაში და ჩვენთანაც. 20 და 30 პაციენტს რომ იღებს ოჯახის ექიმი, მისი დანიშნულებაა საჭიროების შემთხვევაში გააგზავნოს პაციენტები სპეციალისტებთან. მაინც ისე ხდება, რომ სხვადასხვა ნოზოლოგიის მიხედვით ყველას სჭირდება სპეციალისტი და ამ გაგზავნა–გამოგზავნაში უგროვდებათ ოჯახის ექიმებს პაციენტები.

რეალურად ჩვენთან შემოსულ პაციენტს შემოაქვს თანხა დაწესებულებაში და საბოლოო ჯამში ისე ნაწილდება, რომ სპეციალისტები ვართ ყველაზე დაჩაგრულები. განსაკუთრებით ცუდი პერიოდია ზაფხული, როცა იწყება მიგრაცია, ძირითადად გვიწევს მივიღოთ დაზღვეული პაციენტები, თითო პაციენტის მიღებაში კი 19 თეთრი გვეძლევა.

მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც უნდა გაითვალისწინოს ხელისუფლებამ არის წამლებზე არსებული მაღალი ფასები.  თუმცა არ ვიცი ეს სამინისტრომ როგორ უნდა  დაარეგულიროს. როგორც ამბობენ საბაზრო ეკონომიკის პირობებში ფასები პირდაპირი ჩარევით ვერ დარეგულირდება. ალბათ რაიმე სპეციალური პროგრამის ფარგლებში უფრო მოხერხდება გარკვეული შეღავათების დაწესება, მაგალითად ქრონიკული დაავადების მქონეებისთვის.

არანაკლებ სერიოზული პრობლემაა ქვეყანაში წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის არარსებობა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით გამოიკვლევდა მედიკამენტების ხარისხს“– აღნიშნა მანანა ჯანგულაშვილმა.

bfm.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …