მთავარი » ჯანდაცვა » შავიზღვისპირა ზოლში სადეზინსექციო სამუშაოები იწყება
საქართველოს შავიზღვისპირა საკურორტო ზოლში დაავადებათა გადამტანი მწერების გავრცელების საწინააღმდეგო ფართომასშტაბიანი სადეზინსექციო სამუშაოები იწყება.

შავიზღვისპირა ზოლში სადეზინსექციო სამუშაოები იწყება

საქართველოს შავიზღვისპირა საკურორტო ზოლში დაავადებათა გადამტანი მწერების (კოღოების) გავრცელების საწინააღმდეგო ფართომასშტაბიანი სადეზინსექციო სამუშაოები იწყება.

ამ თემასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელსაც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, სოფლისმეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე და სურსათის ეროვნული სააგანტოს დირექტორის მოადგილე მერაბ ლიპარტია ესწრებოდნენ.

საქართველოში გვიანი გაზაფხულიდან აქტიურდება და შუა შემოდგომამდე გრძლდება დაავადებათა გადამტანი კოღოების გამრავლება. ქვეყნის შავიზრვისპირა ზოლში ტიპიური ბინადარის – კოღო ანოფელესის გარდა, (რომელსაც მალარია გადააქვს) ბინადრობს და მრავლდება იმ სახეობის კოღოებიც (Aedes aegypti -ის და Aedes albopictus) რომლებიც შესაძლოა გახდნენ ზიკას, დენგეს, ჩიკუნგუნიასა და ყვითელი ცხელების გადამტანები. თუმცა, დღესდღეობით საქართველოში ამ დაავადებების გამოვლენის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, სოფლის მეურნეობის სამინისტროებისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურები სადეზინსექციო სამუშაოებს მაის-ივნისსა და აგვისტო-სექტემბერში განახორციელებენ.

გადამტანების პოპულაციის დეზინსექციით კონტროლი – მრავალმხრივი ღონისძიებების ერთიანობაა, რომელიც მოიცავს ღია და დახურული სივრცეების დამუშავაებას ისეთი საშუალებებით, რომლებიც არის ადამიანისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო და კოღოების გამრავლების სხავდასხვა სტადიაზე განადგურების თვალსაზრისით – მაქსიმალურად ეფექტური.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …