სეზონური ვირუსების გავრცელების გააქტიურებას ელოდებიან თებერვლის მეორე ნახევარში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრში.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის პაატა იმნაძის ინფორმაციით, ვირუსების გავრცელების მაღალი დონე უკვე დეკემბერში დაფიქსირდა.
მისივე თქმით, დაავადების მაღალი რისკის ჯგუფში შედიან მოხუცები, ბავშვები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, ორსულები და ექიმები, რომლებისთვისაც პრევენციის განსაკუთრებული ზომების მიღებაა აუცილებელი.
pia.ge