მთავარი » ჯანდაცვა » სეზონური გრიპის ვაქცინაცია
2017 წლის 13 ოქტომბერს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში გაიმართება პრესკონფერენცია თემაზე სეზონური გრიპის ვაქცინაცია.

სეზონური გრიპის ვაქცინაცია

2017 წლის 13 ოქტომბერს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში გაიმართება პრესკონფერენცია თემაზე სეზონური გრიპის ვაქცინაცია.

პრესკონფერენციას დაესწრნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, მოადგილეები, გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი და დარგის ექსპერტები. გრიპი სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული დაავადებაა. სეზონური გრიპის ერთადერ პრევენციულ ღონისძიებად ყოველწლიური ვაქცინაცია მიიჩნევა.

საქართველოში, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უკანასკნელი წლების განმავლობაში ხორციელდება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინების შესყიდვა და მაღალი რისკის ჯგუფებისათვის უსასყიდლოდ მიწოდება. რისკის ჯგუფების დადგენა ხდება მსოფლიოში ჯანდაცვის სექტორში მომუშავე წამყვანი ორგანიზაციების მიერ, ასევე, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმთელობის ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული სამუშაოების ანალიზის შედეგად.

2016-2017 წლის გრიპის სეზონისათვის სულ სახელმწიფომ შეისყიდა 20 000 გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა. 2017-2018 წლის სეზონზე შეძენილ იქნა 27 000 ვაქცინა, რომელიც, მოთხოვნის შესაბამისად, უკვე განაწილებულ იქნა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრებში. პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ და ჟურნალისტებმა ჩაიტარეს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

NCDC

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …