მთავარი » ჯანდაცვა » სერგეენკოს განცხადებით, იაშვილის კლინიკაში ორი ბავშვის გარდაცვალების ფაქტებს იკვლევენ
დავით სერგეენკომ ბოლო პერიოდში, იაშვილის კლინიკაში ორი ბავშვის გარდაცვალების ფაქტებზე ჟურნალისტებთან ისაუბრა. აღნიშნულზე მოკვლევა დაწყებულია.

სერგეენკოს განცხადებით, იაშვილის კლინიკაში ორი ბავშვის გარდაცვალების ფაქტებს იკვლევენ

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ბოლო პერიოდში, იაშვილის კლინიკაში ორი ბავშვის გარდაცვალების ფაქტებზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

როგორც სერგეენკომ აღნიშნა, ლეიკემიის დიაგნოზით გარდაცვლილი ბავშვის მდგომარეობით ის ჯერ კიდევ მაშინ დაინტერესდა, როდესაც პაციენტს მდგომარეობა გაურთულდა.

„დაავადების მიმდინარეობის პერიოდში, მაშინ, როცა გართულდა ბავშვის მდგომარეობა, მივეცი დავალება რეგულირების სააგენტოს, რომ ეს საკითხი შეესწავლა. იმ მონაკვეთში ეს საკითხი დოკუმენტების კვალობაზე შესწავლილია. ახლა გადის ბოლო ექსპერტიზას და ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გვექნება სრული სურათი“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

რაც შეეხება, ასევე, იაშვილის კლინიკაში გართულებული ჩუტყვავილას დიაგნოზით ბავშვის გარდაცვალების ფაქტს, სერგეენკოს განცხადებით, აღნიშნულ ფაქტზეც მოკვლევა დაწყებულია.

„რაც შეეხება მეორე შემთხვევას, გართულებული ჩუტყვავილით ბავშვის გარდაცვალების ფაქტს, მოკვლევა დაწყებულია და გარკვეული დრო დასჭირდება, დაახლოებით ერთი თვე ამ ფაქტის შესწავლას“, – განმარტა მინისტრმა.

რამდენიმე დღის წინ იაშვილის კლინიკაში ორი ბავშვი გარდაიცვალა, აქედან ერთი ლეიკემიის, მეორე – გართულებული ჩუტყვავილას დიაგნოზით. ორივე შემთხვევაში გარდაცვლილი ბავშვების ოჯახის წევრები პასუხისმგებლობას იაშვილის კლინიკის ექიმებს აკისრებენ.

info9.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …