მთავარი » ჯანდაცვა » სერგეენკომ ჟურნალისტებს გადაუდებელ დახმარებაში მასტერკლასი ჩაუტარა (ვიდეო)
ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მასმედიის წარმომადგენლებს ეროვნული სასწავლო ცენტრის ვესტიბიულში პირველად სამედიცინო დახმარებაში მასტერკლასი ჩაუტარა.

სერგეენკომ ჟურნალისტებს გადაუდებელ დახმარებაში მასტერკლასი ჩაუტარა (ვიდეო)

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მასმედიის წარმომადგენლებს პირველად სამედიცინო დახმარებაში მასტერკლასი ჩაუტარა.

ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს, ეროვნული სასწავლო ცენტრის ვესტიბიულში განთავსებული მულაჟები დაათვალიერებინა და მათ მაგალითზე უჩვენა, როგორ ხდება დაშავებულისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევა.

ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნული სასწავლო ცენტრი გასული წლის სექტემბრიდან მოქმედებს. დაწესებულება სხვადასხვა სახის სასწავლო ინვენტარითაა აღჭურვილი, სადაც შესაძლებელია, სამედიცინო ტრენინგების ჩატარება და სიმულაციების მოწყობა.

news.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …