მთავარი » ჯანდაცვა » სენფორდის გამომცემლებთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში სენფორდის გამომცემლებთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

სენფორდის გამომცემლებთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში სენფორდის გამომცემლებთან სამომავალო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

სამუშაო შეხვედრას, რომელიც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები, სენფორდის გამომცემლობის წარმომადგენლები, სენფორდის სახელმძღვანელოზე მომუშავე ექსპერტები და წამყვანი კლინიკების თანამშრომლები დაესწრნენ.

შეხვედრაზე სენეფორდის გამომცემლობის წარმომადგენლებმა წაიკითხეს ლექცია თემაზე – ანტიბიოტიკების რაციონალური გამოყენება და მოხმარება.

„სენფორდის ანტიმიკრობული თერაპიის სახელმძღვანელო“ 1970 წლიდან გამოიცემა და განახლებას ყოველწლიურად განიცდის. აღნიშნული სახელმძღვანელო წამყვანი ექსპერტების მიერ მთელ მსოფლიოში გამოიყენება და რაციონალური ანტიბიოტიკოთერაპიის „ოქროს სტანდარტად” არის მიჩნეული. ამჟამად, დაბეჭდილია სახელმძღვანელოს 45-ე გამოცემა, თუმცა 2016 წელს განახლებული – 46-ე ვერსიის გამოცემა იგეგმება.

დავალებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გასულ წელს სენფორდის გამომცემლობასთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად დაიბეჭდა. ქართველ ექიმებს „სენფორდის ანტიმიკრობული თერაპიის სახელმძღვანელოს“ 3000 ეგზემპლარი დაურიგა.

სენფორდის გამომცემლების ვიზიტის პერიოდში, თანამშრომლობის ტექნიკური საკითხები, ასევე ელექტრონული ვერსიის მართვის სხვადასხვა დეტალები განიხილეს. 

აღნიშნული ქმედება ქართველი ექიმების მიერ ჩატარებული ანტიბაქტერიული მკურნალობის ხარისხის გასაუმჯობესებლადაა მიმართული.

info9.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …