მთავარი » ჯანდაცვა » სენაკსა და თელავში 30-საწოლიანი ფსიქიატრიული საავადმყოფოები აშენდება
სენაკსა და თელავში აშენდება 30-საწოლიანი ფსიქიატრიული საავადმყოფოები, რომლებსაც ექნება კრიზისული ინტერვენციის, რეაბილიტაციისა და ამბულატორიული განყოფილებები

სენაკსა და თელავში 30-საწოლიანი ფსიქიატრიული საავადმყოფოები აშენდება

პირველ აპრილს  ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკურ ოფისთან ჯანდაცვის სამინისტრომ მემორანდუმი გააფორმა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმი ითვალისწინებს თელავსა (აღმოსავლეთ საქართველო) და სენაკში (დასავლეთ საქართველო) ფსიქიატრიული საავადმყოფოების მშენებლობას და აღჭურვას.

პროექტი ითვალისწინებს ამბულატორიული, სტაციონარული, კრიზისული ინტერვენციის; ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის განყოფილებების, ოფისების,  დამხმარე ოთახებისა და სამზარეულოს მშენებლობას და აღჭურვას. 

კერძოდ, ჩინეთის მთავრობის ფინანსური დახმარებით (ამ პროექტის განაცხადი 2012 წელს წარედგინა ჩინეთის მთავრობას), სენაკსა და თელავში აშენდება 30-საწოლიანი საავადმყოფოები, რომლებსაც ექნება კრიზისული ინტერვენციის, რეაბილიტაციისა და ამბულატორიული განყოფილებები.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სენაკში აქამდე მოქმედი 15-საწოლიანი ფსიქიატრიული საავადმყოფოს ინფრასტრუქტურა და პირობები კრიტიკას ვერ უძლებს.

„შესაბამისად, ახალი საავადმყოფოს აშენებისა და თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვის შემდეგ, პაციენტებს ექნებათ საშუალება, სამედიცინო მომსახურება მიიღონ  საუკეთესო პირობებში. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აქ არ არის ფსიქიატრიული საავადმყოფო, ამიტომ მოსახლეობას ხშირად უწევს პაციენტების თბილისში განთავსება, რაც იწვევს მგზავრობის დამატებით ხარჯს, ისედაც შეჭირვებულ მოსახლეობას  კი კიდევ უფრო მძიმე ტვირთად აწვება და პაციენტების ახლობლებს უჭირთ პაციენტის ნახვა სტაციონარში“. – გვიპასუხეს ჯანდაცვის სამინისტროში.

მათივე თქმით, ახალი ფსიქიატრიული საავადმყოფოების მშენებლობა წინააღდეგობაში არ მოდის ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიის  2015-2020 წლების დოკუმენტთან, რადგან სტრატეგიის ერთ-ერთი მიზანი საქართველოში სპეციალიზებული ფსიქიატრიული დაწესებულებების მკურნალობისა და  მოვლის ხარისხობრივი სტანდარტების გაუმჯობესებაა. ახალი კლინიკების მშენებლობა კი არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და პაციენტების მკურნალობისთვის ნორმალური პირობების შექმნის წინაპირობაა.

liberali.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …