მიუხედავად იმისა, რომ უკვე საკმაოდ დიდი ხანია დამტკიცებულია, თანასწორობაში გენდერს არვითარი მნიშვნელობა არ აქვს, საქართველო პრობლემის წინაშე მაინც დგას.
გაერო-ს მოსახლეობის ფონდის შეფასებით, ეს პრობლემა საგანგაშოა. საქმე სელექციურ აბორტებს ეხება.
წყვილები არჩევანს მამრობით სქესზე აკეთებენ. მდედრობითის შემთხვევაში კი, ძალიან ხშირად, ნაყოფის მოცილება ხდება.
როგორ მოქმედებს ეს უარყოფითი ტენდენცია საქართველოზე და რა შედეგი შეიძლება მივიღოთ მომავალში – თემაზე ვიკა ბუკიამ იმუშავა.