მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევაზე რეგულაციები დაწესდება
ტექნიკური საკითხებია დასაზუსტებელი და მალე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევაზე რეგულაციები ამოქმედდება.

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევაზე რეგულაციები დაწესდება

ჟურნალისტების კითხვაზე, მუშაობს თუ არა შრომის, ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სამინისტრო ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის ინიციტივაზე, გამკაცრდეს თამბაქოს მოწევაზე რეგულაციები საზოგადოებრივი თავშეყრის ადილებში სერგეენკომ უპასუხა, რომ სამინისტრომ ნაწილობრივ დაასრულა პროექტზე მუშაობა, ტექნიკური საკითხებია დასაზუსტებელი და მალე რეგულაციები ამოქმედდება.

“თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი არსებობდა, თუ არ ვცდები 2010 წლიდან. არ იყო განსაზღვრული ამ კონტროლის ადმინისტრირების საკითხები. ამ მხრივ რამდენიმე ათეული, შეიძლება 100-მდე საკითხი იყო დასაზუსტებელი: ვის, როგორ, გარდამავალი შეზღუდვა, ნაწილობრივი შეზღუდვა და ა.შ. უკლებლივ ყველას გაეცა პასუხი, რჩება 2 ტექნიკური საკითხი, რომელზეც, ვფიქრობ, მალე დასრულდება მუშაობა და ეს რეგუილირება უკვე ამოქმედდება”,- აცხადებს დავით სერგეენკო.

 ipress.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …