მთავარი » ჯანდაცვა » სავარაუდო მძიმე გვერდითი მოვლენის დაფიქსირების მიუხედავად, საქართველო „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციას აგრძელებს

სავარაუდო მძიმე გვერდითი მოვლენის დაფიქსირების მიუხედავად, საქართველო „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციას აგრძელებს

საქართველო „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციას აგრძელებს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, სამინისტროში გამართული, იმუნიზაციის ექსპერტთა ჯგუფსა და გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შეხვედრა ახალციხეში მომხდარი შემთხვევის შემდეგ ჩაინიშნა, რა დროსაც 30 წლამდე ქალს, რომელსაც „იმედის“ კლინიკაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის შემდეგ სავარაუდო გვერდითი რეაქცია გამოუვლინდა და ის ახლა თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კოლინიკის რეანიმაციულ განყოფილბაში,  კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

შემთხვევის მოკვლევა უკვე დაწყებულია, თუმცა მანამდე გამოითქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა, იყოს ვაქცინაციის შემდგომი უიშვიათესი გართულება.

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …