მთავარი » მსოფლიო » საშიში სიროფები: ჯანმო 300-ზე მეტი ბავშვის გარდაცვალების საქმეს იძიებს

საშიში სიროფები: ჯანმო 300-ზე მეტი ბავშვის გარდაცვალების საქმეს იძიებს

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია იძიებს, არის თუ არა კავშირი გამბიაში, ინდონეზიასა და უზბეკეთში 300-ზე მეტი ბავშვის გარდაცვალებასა და ხველის საწინააღმდეგო სიროფს შორის.

Reuters-ის ინფორმაციით, ჯანმო მიუთითებს, რომ ამ პროდუქტებში ტოქსინების „მიუღებელი დონე“ დაფიქსირდა. ახლა ორგანიზაცია ეძებს დამატებით ინფორმაციას კონკრეტული ნედლეულის შესახებ, რომლებსაც ინდოეთისა და ინდონეზიის 6 ფარმაცევტული წარმოება იყენებს. ამასთან, ჯანმო მიმწოდებლებს არ ასახელებს.

ჯანმოში ასევე მსჯელობენ იმაზე, ღირს თუ არა, ურჩიონ ოჯახებს, გადახედონ აღნიშნული სიროფების გამოყენებას. ექსპერტები აფასებენ, რამდენად აუცილებელია ამ წამლების ბავშვებისთვის მიცემა.

ჯანმოს მონაცემებით, ბოლო 4 თვის განმავლობაში ცნობილი გახდა  ურეცეპტოდ გასაცემი, ხველის საწინააღმდეგო ისეთი სიროფების გამოყენების შესახებ, რომლებიც დიეთილენგლიკოლისა და ეთილენგლიკოლემის მაღალ კონცენტრაციებს შეიცავს.

ასევე ცნობილია გარდაცვალების 300-ზე მეტი ფაქტი, საიდანაც უმრავლესობა 5 წლამდე ასაკის ბავშვია.

ჯანმოს მიმართვაში ნათქვამია, რომ საუბარია ტოქსიკურ ქიმიურ ნივთიერებებზე, რომლებიც გამხსნელებისა და ანტიფრიზის წარმოებაში გამოიყენება. ეს ნივთიერებები შესაძლოა სასიკვდილო აღმოჩნდეს მცირე დოზებით მიღების შემთხვევაშიც კი და მათი წამლებში გამოყენება არცერთ შემთხვევაში არაა დაშვებული.

როგორც ცნობილია, საუბარია პრომეტაზინის პერორალურ საბავშვო სითხეზე Kofexmalin-ზე, რომელიც ხველის საწინააღმდეგოდ გამოიყენება, ასევე ხველის საწინააღმდეგო მედიკამენტ Makoff-სა და გაციების საწინააღმდეგო სიროფ Magrip N-ზე. ჯანმოში აცხადებენ, რომ მწარმოებელს არ წარმოუდგენია აღნიშნული პროდუქტების უსაფრთხოებისა და ხარისხის გარანტიები.

პრეპარატების მწარმოებელი ინდური კომპანია, რომელიც სახელდება, Maiden Pharmaceuticals-ია.

ჯანმოს მიერ ინდოეთის ოფიციალური ორგანოებისგან მიღებული ინფორმაციით, მწარმოებელი დასახელებულ პრეპარატებს მხოლოდ გამბიას აწვდიდა, თუმცა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, ისინი არაოფიციალური ბაზრების საშუალებით სხვა ქვეყნებსა და რეგიონებშიც იყოს გავრცელებული.

ივლისის ბოლოს გამბიის ჯანდაცვის ორგანოებმა 5 წლამდე ასაკის ბავშვებში თირკმელების სერიოზული დაზიანების შემთხვევების ზრდა დააფიქსირეს და ეს ფაქტები სწორედ  ხველის საწინააღმდეგო სიროფებს დაუკავშირეს.

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …