მთავარი » ჯანდაცვა » საქართველოში ყოველწლიურად სიმსივნის დაახლოებით 10 000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება
საქართველოში, ყოველწლიურად, სიმსივნის დაახლოებით 10 000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება, - ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

საქართველოში ყოველწლიურად სიმსივნის დაახლოებით 10 000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება

საქართველოში, ყოველწლიურად, სიმსივნის დაახლოებით 10 000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში სიმსივნის შემთხვევები 36-37%-ითაა გაზრდილი სიმართლეს არ შეესაბამება.

”ის ციფრები, რაც გამოქვეყნდა, რომ 36-37%-ით გაიზარდა, სიმართლეს არ შეეფერება. ესაა უბრალოდ ქვეყანაში აღრიცხვიანობის მოწესრიგება. ყოველწლიურად ახალი შემთხვევების რიცხვი 4000-5000-ის ფარგლებში ფიქსირდებოდა და ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია გვეუბნებოდა, რომ ეს არაა სწორი ციფრი. 2015 წლიდან დაინერგა კიბოს პოპულაციური რეგისტრი ქვეყანაში, რომელმაც სწორი ციფრი აჩვენა. ყოველწლიურად სიმსივნის დაახლოებით 10 000 ახალი შემთხვევა გვაქვს. ეს მიახლოებულია სწორედ იმ ციფრთან, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციები გვეუბნებოდნენ. აღრიცხვიანობა ქვეყანაში 2015 წლიდან სერიოზულად გამოსწორდა”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, სიმსივნე ძირითადად ხანდაზმული ასაკის დაავადებაა და რადგან სიცოცხლის საშუალო ასაკი იმატებს, მთელ მსოფლიოში აღინიშნება სიმსივნის მატება.

”იმის გამო, რომ სიცოცხლის საშუალო ასაკი იმატებს, ყველგან აღინიშნება ტენდენცია, რომ სიმსივნეები იზრდება, მაგრამ ის პროცენტი, რაც მოყვანილია არაფრით სწორი არაა”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …