მთავარი » ჯანდაცვა » საქართველოში ტუბერკულოზის შემთხვევათა კლების ტენდენცია შეინიშნება
საქართველოში ტუბერკულოზის კონტროლის მიმართულებით გაიზარდა დაავადების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე მიმართული სახელმწიფო დაფინანსება.

საქართველოში ტუბერკულოზის შემთხვევათა კლების ტენდენცია შეინიშნება

„გავერთიანდეთ ტუბერკულოზის დასამარცხებლად“ – ეს 24 მარტის მთავარი სლოგანია. 1984 წლიდან ყოველწლიურად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით, ტუბერკულოზის მსოფლიო დღე სწორედ 24 მარტს აღინიშნება.

მსოფლიოში ყოველწლიურად 9 მილიონი ადამიანი ავადდება ტუბერკულოზით და 1,5 მილიონზე მეტი იღუპება.

ბოლო წლებში შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი ღონისძიებები მიმართულია მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და ტუბერკულოზის ტვირთის შემცირებაზე, რაც თავისთავად სტრატეგიული პრიორიტეტია ჩვენი ქვეყნისთვის – ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის 2016-2020 წლების ტუბერკულოზის სამოქმედო გეგმისა და მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად.

საქართველოში აივ ინფექციის – შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა ქვეყნის ერთიანი საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელობით ქვეყანამ შეიმუშავა ტუბერკულოზის კონტროლის ახალი სტრატეგია, რომელიც 2016-2020 წლებისთვის განსაზღვრავს ტუბერკულოზის მართვის სტრატეგიულ მიმართულებებს.

ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში, ტუბერკულოზის კონტროლის მიმართულებით ქვეყანაში განხორციელებული ღონისძიების შედეგად გაიზარდა დაავადების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე მიმართული სახელმწიფო დაფინანსება, რომელიც სხვა უმნიშვნელოვანეს საკითხებთან ერთად პაციენტთა ფულადი წახალისების სქემის თანადაფინანსებასაც უზრუნველყოფს. 2015 წლიდან მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობა ახალი რეჟიმების მიხედვით მიმდინარეობს.

სახელმწიფომ მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა ინფრასტრუქტურის კუთხითაც, სულ მალე ფუნქციონირებას დაიწყებს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ახალი პედიატრიული განყოფილება.

24 მარტს თბილისში საქართველოს პარლამენტის შენობაში, საქართველოს პარლამენტი აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ტუბერკულოზის პრევენციის პროექტთან თანამშრომლობით აწყობს ტუბერკულოზის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას.

info9.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …