მთავარი » ჯანდაცვა » საქართველოში სააფთიაქო მედიკამენტების ბიზნესი მთლიანად მონოპოლიზებულია
პარტიის ლიდერი აღნიშნავს, რომ საქართველოში სააფთიაქო, მედიკამენტების ბიზნესი, მთლიანად მონოპოლიზებულია და შერწყმულია ხელისუფლებასთან.

საქართველოში სააფთიაქო მედიკამენტების ბიზნესი მთლიანად მონოპოლიზებულია

„ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა მედიკამენტების მაღალი ფასების საკითხს გამოეხმაურა. როგორც გუგავამ აღნიშნა, მედიკამენტების ბაზარი ევროპაში არის მკაცრად რეგულირებადი სფერო და თავისუფალი ბიზნესის პრინციპების ფარგლებში არ მოქმედებს, რადგან საქმე შეეხება ადამიანის სოცოცხლესა და ჯანმრთელობას. აქედან გამომდინარე, მკაცრადაა დარეგულირებული. 

„პირველ რიგში, რაც დასავლურმა, ცივილურმა სამყარომ გააკეთა, არის მონოპოლიების დაშლა. არ შეიძლება წამლის მწარმოებელი, შემომტანი, დისტრიბუტორი, საავადმყოფოების და კლინიკების მფლობელი იყოს ერთი და იგივე კომპანია. ბაზარზე მაღალი ფასების მიზეზი სწორედ მონოპოლიებია. როგორც ვიცი, ეს კომპანიაბი 400-600%-იან მოგებაზე მუშაობენ“, – აღნიშნა გუგავამ.

მისი თქმით, დიდი კითხვის ნიშნებია მედიკამენტების ხარისხთან დაკავშირებითაც.

“როგორც ცნობილია, მთელი რიგი მედიკამენტებისა მზადდება საქართველოში და არ არსებობს ისეთი სამსახური, რომელიც ობიექტურად შეამოწმებს მათ ხარისხს და ეფექტურობას, თუ რამდენად შეესაბამება დადგენილ რეგულაციებსა თუ სტანდარტებს.

პარტიის ლიდერი აღნიშნავს, რომ საქართველოში სააფთიაქო, მედიკამენტების ბიზნესი, მთლიანად მონოპოლიზებულია და შერწყმულია ხელისუფლებასთან.

„როგორ ფიქრობთ, საკუთარ თავს შეამოწმებენ?! ერთ-ერთი მსხვილი ფარმა კომპანიის მფლობელი არის მმართველი კოალიციის მხარდამჭერი. ის ასევე აქტიურად უჭერდა მხარს წინა ხელისუფლებასაც. ისინი თანამდებობას მხოლოდ იმისთვის იყენებენ, რომ საკუთარ ბიზნესს ხელი დააფარონ.

ჩვენს ფარმაცევტულ ბაზარზე დაცული უნდა იყოს მედიკამენტების ხარისხიც და მონოპოლიების პრობლემაც არ უნდა იყოს, მაგრამ რეალურად ხელისუფლება საამისოდ არაფერს აკეთებს“, – მიაჩნია გუგავას, რომელიც ასევე აღნიშნავს, რომ ვინაიდან ადამიანის ჯანმრთელობა არის და უნდა იყოს უპირველესი ღირებულება, სასურველია გადავიდეთ ევროპულ მოდელზე.

მისივე განმარტებით, ფარმაცევტული ბაზარი უნდა იყოს მკაცრად რეგულირებადი სფერო, როგორც ხარისხი, ასევე ფასები.

pia.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …