მთავარი » დაზღვევა » საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევაში ბავშვების მცირე ნაწილია ჩართული – კვლევა
kids

საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევაში ბავშვების მცირე ნაწილია ჩართული – კვლევა

საქართველოში ბავშვების სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მთავარი წყარო საყოველთაო ჯანდაცვაა, შემდეგ კი – ოჯახი . კერძო დაზღვევა შემთხვევების მხოლოდ 10%-ს ფარავს.

ამის შესახებ ნათქვამია კვლევაში „ბავშვთა კეთილდღეობა საქართველოში – 2023“, რომელიც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩატარდა.

კვლევის თანახმად, ყველაზე გულუხვად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან ფინანსდებიან 6 წლამდე ასაკის ბავშვები, პენსიონერები, ომის ვეტერანები და მიზნობრივი სოციალური დახმარების მიმღები პირები. ამას გარდა, შესაძლებელია სახელმწიფო რეფერალური პროგრამიდან და ადგილობრივი მთავრობისგან დამატებითი ფონდების მოთხოვნა, თუმცა, ეს დისკრეციული პროგრამებია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნა გარანტირებულად ვერ იქნება დაკმაყოფილებული.

კვლევის თანახმად, იმ ბავშვებს შორის, ვისაც „ბავშვთა კეთილდღეობის გამოკვლევის“ ჩატარებამდე 12 თვის პერიოდში ესაჭიროებოდა სამედიცინო მომსახურება, აღნიშნული პროგრამიდან სამედიცინო ხარჯების სრული ან ნაწილობრივი ანაზღაურება მიიღო 68 პროცენტმა. ოჯახებმა სრულად ან ნაწილობრივ დააფინანსეს ბავშვების 50.8%, ხოლო ბავშვების დანარჩენ 9.9 პროცენტს სამედიცინო მომსახურება კერძო დაზღვევამ აუნაზღაურა. ძალიან ცოტა ბავშვმა მიიღო დაფინანსება სხვა წყაროებიდან, მათ შორის მუნიციპალიტეტის, ჯანდაცვის სახელმწიფო რეფერალური პროგრამის და საქველმოქმედო ფონდებიდან.

 

იხილეთ ასევე

„დაშენებული პაკეტების“ ამოქმედებით მხოლოდ სადაზღვევო კომპანიები „იხეირებენ“ და არა – მოქალაქეები და სახელმწიფო“

კერძო სადაზღვეო კომპანიების შემოსვლა საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში, ნამდვილად შეიძლება განხილულ იქნას ერთ-ერთ გამოსავლად. თუმცა, არა …