საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტომ მსოფლიოში ჰაერის დაბინძურების შესახებ 2016 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში 2012 წლის მონაცემებს ეყრდნობა.
დოკუმენტის თანახმად, საქართველოში ჰაერის დაბინძურების გამო ყოველი 100 ათასიდან 290 ადამიანი იღუპება; ჩინეთში – ყოველი 100 ათასი ადამიანიდან 170 ადამიანი იღუპება.
მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, აბსოლუტურ რიცხვებში ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებების გამო ყველაზე მეტი ადამიანი ჩინეთსა და ინდოეთში იღუპება.
ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად მსოფლიოში ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებების გამო 6,5 მილიონი ადამიანი იღუპება. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო პარიზში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 1974 ეუთო-ს ფარგლებში შეიქმნა.
საერთაშორისო ენეგეტიკული სააგენტო საერთაშორისო საზოგადოებას ფრთხილებს, რომ სიკვდილიანობის დონე კიდევ უფრო გაიზრდება, თუკი ქვეყნების ენეგოპოლიტიკას არ შეცვლიან.
ორგანიზაცია საჭიროდ მიიჩნევს ეკოლოგიური ენერგიის წყაროებში ინვესტიციის გაზრდას.
გამოცემა „The New Yourk Times”-თვის მიცემულ ინტერვიუში საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს დირექტორი ფატიჰ ბიროლი აცხადებს, რომ ჰაერის დაბინძურების გამო განსკაუთრებთ დაზარალებულია ჩინეთისა და ინდოეთის ქალაქები.
„აუცილებელია დავეხმაროთ ამ ქვეყნებს ამ პრობლემების გადაწყვეტაში, ენერგიის გამოყენების ეფექტიანობის გაზრდასა და მავნე ნივთიერებების ფილტრაციის გზით.ამგვარად შეგვიძლია, მივაღწიოთ პროგრესს კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლაში. ამქვეყნებმა უნდა გაიგონ, რომ მათი პრობლემები ჩვენი პრობლემებიცაა“, – განაცხადა ბიროლმა.