მთავარი » ჯანდაცვა » საქართველოში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შესახებ მოსახლოების მასშტაბური იფნორმირება არ ხდება
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შესახებ მასშტაბური საინფორმაციო კამაპნია საქართველოში ჯერჯერობით არ ჩატარებულა,გულის იშემიური დაავადებები გაახალგაზრდავებულია.

საქართველოში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შესახებ მოსახლოების მასშტაბური იფნორმირება არ ხდება

რა კეთდება საქართველოში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შესახებ საზოგადოების ინფორმირებისთვის? ამ კითხვით ჯანდაცვის ჟურნალისტთა ასოციაცია შტატებში მიმდინარე გულ-სისხძარღვთა დაავადებების საინფორმაციო კვირეულის ფონზე დაინტერესდა.

2000 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად 14-20 თებერვალს შტატების მოსახლეობას ურიგდება სპეციალური ბროშურები, სადაც დეტალურად არის ახსნილი იმ სიპმტომების შესახებ, რაც უყურადღებოდ არ უნდა დატოვონ.

ამასთან კვირეულის ფარგლებში ამერიკის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ასოციაცია მოსახლეობას მოუწოდებს გეგმიური გამოკვლევების ჩატარებისკენ და ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვისკენ.

რა ხდება ამ კუთხით საქართველოში? კლინიკა გულის დირექტორი ანზორ მელია jandacva.ge-ისთან აცხადებს, რომ კლინიკა საკუთარ ავადმყოფებს ამარაგებს სპეციალური ბროშურებით, უხსნის და აფრთხილებს საშიში სიმპტომების შესახებ. ურჩევს, როგორ იცხოვრონ ჯანსაღად. თუმცა ეს მხოლოდ კლინიკის ფარგლებში ხდება და გლობალური ინიცატივა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შესახებ საზოგადოების ინფორმირებისა ჯერჯერობით არავის გამოუჩენია.

მელია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიტებზეც ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, არც კი ახსოვს, ბოლოს პაციენტი კლინიკაში როდის მოუკვდა. წინა ხელისუფლების დროს კი 10-დან 2 ჰოსპიტალიზებული პაციენტის სიცოცხლე სიკვდილით სრულდებოდა.

კლინიკა გულის დირექტორის თქმით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები წლიდან წლამდე დაახლოებით 40%-ით მატულობს, ამავდროულად შეინიშნება დაავადების გაახალგაზრდავების ტენდენცია. 

საქართველოს კარდიოლოგთა ასოციაციაშიც აცხადებენ, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შესახებ მასშტაბური საინფორმაციო კამაპნია საქართველოში ჯერჯერობით არ ჩატარებულა და მოსახლოების ინფორმირება წელიწადში ერთხელ გულის მსოფლიო დღის აღნიშვნით შემოიფარგლება.

ასოციაციის პრეზიდენტ ალექსანდრე ალადაშვილის განცხადებით, გულის დაავადებების მიზეზით კლინიკებისადმი მიმართვიანობა გაზრდილია. ეს კი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ მოხდა, რადგან მკურნალობის ხელმისწავდომობა გაიზარდა.

მისივე თქმით, გულის იშემიური დაავადებები გაახალგაზრდავებულია და წლიდან წლამდე რაოდენობაც მატულობს.

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …