მთავარი » ჯანდაცვა » საქართველოში ,,დენგეს“ ინფექციის დაფიქსირებას დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ადასტურებენ
გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტში აცხადებენ, რომ დაინფიცირებული პაციენტი დენგეს გავრცელების რისკს არ წარმოადგენს,დენგეს გადაცემა კოღოების საშუალებით ხდება.

საქართველოში ,,დენგეს“ ინფექციის დაფიქსირებას დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ადასტურებენ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრში “ნიუპოსტს” ოფიციალურად დაუდასტურეს ინფორმაცია, საქართველოში დენგეს ვირუსის დაფიქსირების შესახებ.
გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტში აცხადებენ, რომ დაინფიცირებული პაციენტი დენგეს გავრცელების რისკს არ წარმოადგენს.ლახაშვილის ინფორმაციით დენგეს გადაცემა კოღოების საშუალებით ხდება.
გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის ხათუნა ზახაშვილის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში “დენგეს” ცხელების დიაგნოზით რამდენიმე უცხოელი გადის მკურნალობას დიაგოზი კი ერთ ადამიანს დაუდასტურდა.

“ინფექციურ საავადმყოფოს მიმართა ოთხმა პაციენტმა, რომლებიც ეპიდემიოლოგიურად ერთმანეთთან დაკავშირებულები იყვნენ, მათ ჰქონდათ მსგავსი კლინიკა. აღსანიშნავია, რომ ეს ადამიანები ჩამოსულები არიან დენგეს გავრცელების არეალიდან. ერთ-ერთ მათგანს აღმოაჩნდა დენგეს ცხელება. საქართველოში დენგეს, შემოტანის შემთხვევები პერიოდულად რეგისტრირდება”- აღნიშნა ლახაშვილმა.

მისი თქმით, დაინფიცირებული პაციენტი დენგეს გავრცელების რისკს არ წარმოადგენს.

“ის სავარაუდოდ საქართველოში უკვე დაინფიცირებული შემოვიდა. ზოგადად დანგეს გადაცემა ხდება კოღოების საშუალებით. ჩატარებულია სამუაოების სრული სპექტრი და დაავადების გავრცელების რისკი ამ შემთხვევიდან არ მოდის”- აღნიშნა მან.

როგორც “ნიუპოსტის” კორესპონდენტი ზუგდიდიდან იტყობინება, ინფექციურ საავადმყოფოში აღნიშნული ვირუსის დიაგნოზით ინდოეთის ოთხი მოქალაქეა მოთავსებული.

ოთხივე მათგანი საქართველოში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა, ისინი ენგურჰესზე მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მოტაჟს ახორციელებდა.

უცხო ქვეყნის მოქალაქეები კლინიკაში მაღალი ტეპერატურით, ძლიერი თავის ტკივილებით, კუნთებისა და სახსრების ტკივილებით შეიყვანეს.

newposts.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …