ჯანდაცვის სამინსისტრო ვაქცინაციის შესაძლებლობას 65 წელს გადაცილებულ პირებსაც მისცემს.
ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ იმუნიზაციის ექპერტთა და ვაქცინაციის საკოორდინაციო საბჭოს სხდომების დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელიც სამინისტროში დღეს გაიმართა.
მისი თქმით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა უკვე აღიარა როგორც უსაფრთხო. შესაბამისად იმუნიზაცია ქვეყანაში შეუფერხებლად გაგრძელდება. ამასთან, ასაცრელთა კატეგორიას ასაკობრივი ჯგუფები დაემატება. კერძოდ, საუბარია 65 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის. მინისტრის განმარტებით, ესაა ის მოწყვლადი ჯგუფები, რომლისთვისაც კოვიდი ერთერთი ყველაზე საშიში ინფექციაა. ამიტომ, მისი განმარტებით, მიღებულ იქნა პროცესის დაჩქარების გადაწყვეტილება. მისი თქმით, აღნიშნული ასაკის პირთა დარეგისტრირება სპეციალურ პორტალზე 25 რიცხვიდან იქნება შესაძლებელი.