მთავარი » ჯანდაცვა » საერთაშორისო ორგანიზაციები » საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის წევრები მსჯელობენ
მეორე დღეა საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის წევრები ჯანდაცვის სამინისტროს კონსულტაციას უწევენ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის კუთხით.

საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის წევრები მსჯელობენ

მეორე დღეა, საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის წევრები მსჯელობენ.

საერთაშორისო პარტნიორები ჯანდაცვის სამინისტროს კონსულტაციას უწევენ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის გრძელვადიანი სტრატეგიის დანერგვის, მონიტორინგის, პრევენციისა და კონტროლის კუთხით.

შეხვედრას C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტის მწარმოებელი კომპანია „გილეადის“ ვიცე-პრეზიდენტი გრეგ ალტონი ესწრება. განხილვაში მონაწილეობას ჯანდაცვის მინისტრთან ერთად ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე იღებს.

საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფი განიხილავს C ჰეპატიტის მხრივ საქართველოში არსებულ მდგომარეობას, ელიმინაციის პროგრამის პირველი ფაზის შედეგებსა და მიღწევებს, ასევე C ჰეპატიტის პრევენციისა და კონტროლის საკითხებში არსებულ გამოწვევებს. ჯგუფი შეაფასებს ჩატარებულ სამუშაოებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს პრიორიტეტული ინტერვენციების, პროგრამის ინდიკატორებისა და ელიმინაციის მომდევნო ფაზების შესახებ.

საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის ჩართულობა კვალიფიციურ გამოცდილებას შესძენს და ახალ პერსპექტივებს დაუსახავს საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას.

მრჩეველთა საბჭო 11-17 წევრისგან შედგება და დაკომპლექტებულია C ჰეპატიტის სფეროში მომუშავე საერთაშორისო ექსპერტებით. ჯგუფის წევრები შეირჩა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან და სხვა საზოგადოებრივ და აკადემიურ პარტნიორ ორგანიზაციებთან კონსულტაციების შედეგად.

შერჩევისას მთავარ მიზანს წარმოადგენდა ჯგუფში წარმოდგენილი ყოფილიყვნენ ექსპერტები ყველა იმ მიმართულებიდან (განათლება და ადვოკატირება, ეპიდზედამხედველობა, პრევენცია და სკრინინგი, მოვლა და მკურნალობა), რომელიც გამოყოფილია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გლობალურ სამოქმედო ჩარჩო-დოკუმენტში. 

საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის კონფერენცია 3-დან 5 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება. 

შეხვედრის ბოლო დღეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისი გამართავს ტექნიკურ კონსულტაციას C ჰეპატიტის ვირუსის სკრინინგისა და მკურნალობის კუთხით. საერთაშორისო პარტნიორები ქართველ კოლეგებს ვირუსული ჰეპატიტების კუთხით გლობალური ჯანმრთელობის სექტორის სტრატეგიასაც გააცნობენ. შეხვედრაზე ასევე, გაზიარებული იქნება ევროპის რეგიონში არსებული ჰეპატიტთან ბრძოლის საუკეთესო მაგალითები და გამოცდილება.

info9.ge

იხილეთ ასევე

შემოდგომის სკოლა დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენელ კლაუდია სტეინთან და ჯანმო-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ მარიჯან ივანუშასთან ერთად გახსნა.

ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემაზე შემოდგომის სკოლა გაიხსნა

საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური ბიუროს მიერ ორგანიზებულ სასწავლო კურსს მასპინძლობს. ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის განვითარებასა …