მთავარი » ჯანდაცვა » საქართველოში არაგადამდები დაავადებებისა და მათი რისკ-ფაქტორების მეორე კვლევა იწყება
დაავადებთა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრი არაგადამდებ დაავადებათა რისკ-ფაქტორების მეორე კვლევას იწყებს.

საქართველოში არაგადამდები დაავადებებისა და მათი რისკ-ფაქტორების მეორე კვლევა იწყება

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებთა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრი არაგადამდებ დაავადებათა რისკ-ფაქტორების მეორე კვლევას იწყებს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან აცნობეს, STEPS კვლევის ჩატარება ჯანმო-ს ტექნიკური და ფინანსური დახმარებით და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანადაფინანსებით იწყება.

დაავადებათა ეროვნული ცენტრი მოსახლეობას თხოვნითაც მიმართავს.

”კვლევის დაწყებასთან დაკავშირებით თხოვნით მივმართავთ საქართველოს მოსახლეობას მაქსიმალურად შეუწყონ ხელი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებს კვლევის განხორციელებაში და წინასწარ ვუხდით მათ მადლობას კვლევაში მონაწილეობისათვის.

მათი ჩართულობით გვექნება ფასეული მტკიცებულებები არაგადამდები დაავადებებისა და მათი ქცევითი და ბიოლოგიური რისკ-ფაქტორების გავრცელების შესახებ დინამიკაში, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა საზოგადოებრივ ჯანდაცვითი გადაწყვეტილებებისა და ინტერვენციების მოსამზადებლად. ეს უკანასკნელნი კი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას”,- აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში.

საქართველოში პირველი STEPS კვლევა ევროკავშირის დაფინანსებითა და ჯანმო-ს ტექნიკური დახმარებით 2010 წელს ჩატარდა, რომლის მეშვეობითაც შიქმნა ბაზისური მონაცემები, ქვეყანაში არაგადამდები დაავადებებისა და მათი რისკ-ფაქტორების, როგორც ჩვევითი, ასევე ბიოლოგიური, გავრცელების შესახებ.

STEPS კვლევის განმეორებითი ჩატარება 21 ივლისს დაიწყება, რომელიც ქვეყნის მთელ ტერიტორიას მოიცავს.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …