საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, საქართველოში ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეული იმართება.
ამასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე დღეს ცენტრში პრესკონფერენციას გამართავს.
პრესკონფერენციას ასევე დაესწრებიან შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი პირები და დარგის ექსპერტები.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია 14-20 ნოემბერს აღნიშნავს ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეულს, სლოგანით: ,,გამოიყენე ანტიბიოტიკები ფრთხილად“. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრში გამარტავენ, კვირეულის მიზანია, ხელი შეუწყოს ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის შესახებ ინფორმირებულობის ზრდას და ბიძგი მისცეს ცვლილებებს, რომლებიც უზრუნველყოფს ანტიბიოტიკების მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით გამოყენებას.