მთავარი » ჯანდაცვა » საქართველოს სჭირდება, რაც შეიძლება მეტი უცხოური კომპანია, რაც შეიძლება მეტი ინვესტიციით
გიორგი გოზალიშვილი: „საქართველოს სწორედ ეს სჭირდება, რაც შეიძლება მეტი უცხოური კომპანია შემოვიდეს, რაც შეიძლება მეტი ინვესტიციით“

საქართველოს სჭირდება, რაც შეიძლება მეტი უცხოური კომპანია, რაც შეიძლება მეტი ინვესტიციით

გიორგი გოზალიშვილი: „საქართველოს სწორედ ეს სჭირდება, რაც შეიძლება მეტი უცხოური კომპანია შემოვიდეს, რაც შეიძლება მეტი ინვესტიციით“  

საჯარო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის ფარგლებში, თბილისში სამი საავადმყოფოს რეაბილიტაციისთის 0.5 მილიარდ ლარამდე ინვესტიცია იგეგმება. ლაპარაკია თბილისის ბავშვთა ინფექციურ კლინიკურ საავადმყოფოს, ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოსა და უნივერსალური სამედიცინო ცენტრის, ყოფილი ონკოლოგიის ცენტრის რეაბილიტაციაზე.

მთავრობის მიერ გამოცხადებულ კონკურსში წინადადება სამმა კომპანიამ წარადგინა, თუმცა  ყველაზე სრულყოფილი და მიმზიდველი  “AlphaMedic Consortium-ის“ შემოთავაზება აღმოჩნდა.

ალფამედიკის სატენდერო განვითარების ხელმძღვანელი ლეო მაკკენა აცხადებს, რომ კომპანია  ყველაფერს აკეთებს, რათა მათი პროექტები სიცოცხლისუნარიანი იყოს:

 “ეს არის კონსორციუმი ჯანდაცვის მიმართულებიღ სერვისების მიწოდებისა და ინფრასტრუქტურული დაგეგმარების საკითხებში. საერთაშორისო დონეზე, იგი PPP ტიპის პროექტებს ახორცეილებს.  ალფამედიკი (AlphaMedic) დაფუძნებულია ვენაში, ავსტრიაში. პაციენტებს და სამედიცინო სფეროში დასაქმებულ სხვადასხვა დაწესებულებას კომპანია აწვდის, როგორც მომსახურებას, ისე აღჭურვილობას. იგი ასევე მოტივირებულია, შექმნას და წარადგინოს ფინანსურად გამართული პროექტები.

ხშირად  მხარეები წარმოადგენენ პროექტებს, რომლებიც არ არის  კარგად გათვლილი და განწირულია მარცხისთვის.  ალფამედიკი ყველაფერს აკეთებს, რომ ეს პროექტები იყოს სიცოცხლისუნარიანი. ჩვენ სწორად უნდა მივმართოთ ფინანსები, რათა შესაბამისად, პროცესები იყოს   რეალისტური და განხორციელებადი”. 

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრი გიორგი გოზალიშვილი მიესალმება ჩვენი ქვეყნით ალფამედიკის  დაინტერესებას:

„ალფამედიკის კონსორციუმი გამოცდილი კომპანიების გაერთიანებაა . ალიან კარგია, რომ სწორედ ის მოკიდებს ხელს სამი მსხვილი და სტრატეგიული პროფილის საავადმყოფოს რეაბილიტაციას. როცა ასეთი კომპანია შემოდის ბაზარზე, დიდი ალბათობით, სხვა ცნობილი კომპანიებიც ინტერესდებიან. საქართველოს სწორედ ეს სჭირდება, რაც შეიძლება მეტი უცხოური კომპანია შემოვიდეს, რაც შეიძლება მეტი ინვესტიციით“.

გიორგი გოზალიშვილმა ასევე, ისაუბრა ჯანდაცვის სისტემის ევროპული მოდელის უპირატესობაზეც:

„ერთ მაგალითს მოგიყვანთ. ფაქტობრივად, დღეს გულის გადანერგვის ოპერაციები აღარ კეთდება, განსაკუთრებული გამონაკლისის გარდა. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ უამრავი მეთოდი შემოვიდა, სტენდების ჩადგმა, სისხლძარღვების შეცვლა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი მიიღწევა ადრეული დიაგნოსტიკის საფუძველზე. დღეს ევროპული სტანდარტებით ხდება ადრეული დიაგნოსტიკა და აღარ მიდის ავადმყოფი იმ დონემდე, რომ მას გულის გადანერგვა დასჭირდეს.

მივესალმები ინოვაციების დანერგვას საქართველოში. ევროპული ტექნოლოგიები, წინასწარი დიანოსტიკა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობას“, – აღნიშნავს გიორგი გოზალიშვილი.

bfm.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …