მთავარი » ჯანდაცვა » საერთაშორისო ორგანიზაციები » საქართველოს მთავრობასა და შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალურ ფონდს შორის ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდება
საქართველოს მთავრობასა და შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალურ ფონდს შორის დღეს ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდება.

საქართველოს მთავრობასა და შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალურ ფონდს შორის ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდება

საქართველოს მთავრობასა და შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალურ ფონდს შორის დღეს ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდება.

ხელშეკრულებას საქართველოს მხრიდან შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, გლობალური ფონდიდან კი მისი ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მარკ დაიბლი მოაწერს ხელს.

ორგანიზატორების განცხადებით, შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის (GFATM) მიერ შემოღებულ დაფინანსების ახალ მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის (EECA) ქვეყნებმა უნდა შეიმუშაონ საერთაშორისო დაფინანსებიდან, ეროვნულ დაფინანსებაზე გადასვლის გზები და შესაბამისი სამოქმედო გეგმების შემუშავება დაიწყონ, რომელიც შემდგომ 5 წლის განმავლობაში დონორულ და ეროვნულ დაფინანსებასთან დაკავშირებულ დეტალებს განსაზღვრავს.

რეგიონულ შეხვედრაში საქართველოსთან ერთად ევროკავშირის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების (EECA) წარმომადგენლები მონაწილეობენ, მათ შორის:

სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, ბულგარეთი, ესტონეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ლატვია, ლიტვა, მაკედონია, მოლდოვა, რუმინეთი, სერბეთი, ტაჯიკეთი, უკრაინა, უზბეკეთი .300-ზე მეტი დელეგატი, 30 ქვეყნიდან 3 დღის განმავლობაში (28-30 სექტემბერი) თბილისში, გლობალური ფონდის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას ესწრებოდნენ.

რეგიონალურ შეხვედრაში ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი ჟუჟანა ჯაკაბი, ლიტვის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი, რეგიონის ქვეყნების მაღალი თანამდებობის მქონე პირები (მინისტრის მოადგილეები, ტუბერკულოზისა და შიდსის პროგრამების ეროვნული კოორდინატორები), გაერო-ს პროგრამების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

შემოდგომის სკოლა დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენელ კლაუდია სტეინთან და ჯანმო-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ მარიჯან ივანუშასთან ერთად გახსნა.

ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემაზე შემოდგომის სკოლა გაიხსნა

საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური ბიუროს მიერ ორგანიზებულ სასწავლო კურსს მასპინძლობს. ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის განვითარებასა …