მთავარი » ჯანდაცვა » საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის მოგება 45%-ით გაიზარდა
საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა წლის პირველ ნახევარში 371 მლნ ლარის შემოსავალი და 24,3 მლნ ლარის მოგება მიიღო.

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის მოგება 45%-ით გაიზარდა

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა წლის პირველ ნახევარში 371 მლნ ლარის შემოსავალი და 24,3 მლნ ლარის მოგება მიიღო.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჯგუფის მოგება 44,9%-ით გაიზარდა, შემოსავალი კი 112%-ით. მოგებიდან 11 მლნ ლარი წლის მეორე კვარტალზე მოდიოდა, ხოლო შემოსავლებიდან კი 186 მლნ ლარი.

GHG 35 ჰოსპიტალს და 247 აფთიაქს აერთიანებს. 30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის სადაზღვევო სერვისით 135 000 ადამიანი სარგებლობს. წლის პირველ 6 თვეში, ჯგუფის შემოსავლების 34% ჯანდაცვის ბიზნესზე, 59% ფარმაცევტულ ბიზნესზე, ხოლო 7% კი სადაზღვევო ბიზნესზე მოდიოდა

bm.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …