მთავარი » ჯანდაცვა » საქართველო ზიკას ვირუსის პოტენციური გავრცელების რუკაზე სარისკო ზონად დასახელდა
ვირუსის მთავარი გადამტანი კოღოა და ყურადღების ეპიცენტრში სწორედ ის გეოგრაფიული არეალებია მოქცეული,სადაც ზიკას ვირუსის გადამტანი კოღოს სახეობაა გავრცელებული.

საქართველო ზიკას ვირუსის პოტენციური გავრცელების რუკაზე სარისკო ზონად დასახელდა

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ ზაფხულს ზიკას ვირუსი შესაძლოა ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში გავრცელდეს. ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ მყოფ ადგილებს შორის საქართველო, რუსეთის ფედერაციის შავიზღვისპირეთი ნაწილი და კუნძული მადეირაა დასახელებული.

ვირუსის მთავარი გადამტანი კოღოა და ყურადღების ეპიცენტრში სწორედ ის გეოგრაფიული არეალებია მოქცეული, სადაც ზიკას ვირუსის გადამტანი კოღოს სახეობაა გავრცელებული.

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია მოუწოდებს ევროპულ და აზიურ სახელმწიფოებს, განსაკუთრებით კი მათ, სადაც ვირუსის გავრცელების საშიშროება ყველაზე საგანგაშოა, ყურადღებით მიჰყვნენ გაცემულ რეკომენდაციებს, რათა პოტენციური გავრცელების რისკები თავიდან აირიდონ.

njgjgj

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, საქართველოში ზიკა ვირუსის გავრცელების რისკი მინიმალურია.

„ჩვენთან რისკი მოიმატებს იმ შემთხვევაში, თუ გვეყოლება ზიკა ვირუსით დაავადებული ადამიანი. საქართველოში არიან გადამტანი (კოღოები), მაგრამ დაავადებული არ გვყავს.“

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს შავიზღვისპირა საკურორტო ზოლში დაავადებათა გადამტანი მწერების (კოღოების) გავრცელების საწინააღმდეგო ფართომასშტაბიანი სადეზინსექციო სამუშაოები იგეგმება.

საქართველოს ფარგლებს გარეთ დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ვირუსით დაინფიცირებული დედის მიერ გაჩენილ ახალდაბადებულ ბავშვს მიკროცეფალია აღმოაჩნდა – ახალშობილი პათოლოგიურად პატარა ზომის თავის ქალით იბადება, რაც შესაძლოა ფატალურიც კი აღმოჩნდეს. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის შეფასებით, ზიკას ვირუსი გლობალურ საფრთხეს წარმოადგენს.

commersant.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …