დღეს, სან პაულუში, ბრაზილიაში გამართულ ჰეპატიტების მსოფლიო სამიტზე [1-3 ნოემებერი], საქართველოს მიენიჭა ევროპის რეგიონის NOhep Visionary-ის ტიტული.
საქართველო შეუერთდა ხუთ ქვეყანას, როგორიცაა ბრაზილია, ბანგლადეში, ეგვიპტე, გამბია და მონღოლეთი, რომლებთან ერთადაც განახორციელებს NOhep Visionary პროგრამას მსოფლიოში.
საქართველო და აღნიშნული ქვეყნები შეირჩნენ იმ პრინციპით, რომ ჩვენ აღებული გვაქვს ვირუსული ჰეპატიტის ელიმინაციის პასუხისმგებლობა და მოგვენიჭა უფლება, წარვუძღვეთ პროგრამას და მოტივაცია შევუქმნათ სხვა ქვეყნებს მათაც განახორციელონ ქმედებები ჰეპატიტის ელიმინაციის მიზნის მისაღწევად. *
NOhep Visionaries პროგრამა წარმოადგენს გლობალურ კამპანიას, რომელიც ეხმარება მთავრობებს გამოიყენონ ელიმინაციის ეფექტური მიდგომები და გააზიარონ ცოდნა 2030 წლისათვის ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის პროგრესის დაჩქარების მიზნით.
საქართველო C ჰეპატიტის (HCV) ერთერთი ყველაზე მაღალი გავრცელების მქონე ქვეყნაა მსოფლიოში. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) მიერ 2015 წელს ჩატარებული პოპულაციური კვლევის მიხედვით, C ჰეპატიტის სეროპრევალენტობამ საქართველოში შეადგინა 7.7%, ხოლო აქტიური ინფექციის პრევალენტობამ 5.4%, რაც გულისხმობს, რომ საქართველოში საშუალოდ 150 000 ადამიანს აქტიური ინფექცია აქვს.
2015 წელს, საქართველო გახდა პირველი ქვეყანა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ევროპულ რეგიონში, რომელმაც მიზნად დაისახა C ჰეპატიტის, როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხის, ელიმინაცია. ორი წლის შემდგომ, პროგრამის ფარგლებში 32 000 ადამიანი წარმატებით განიკურნა.
საქართველომ ასევე შეიმუშავა დაავადების ელიმინაციის 2016-2020 გრძელვადიანი სტრატეგია ამბიციური მიზნით 2020 წლისათვის ჩაუტაროს სკრინინგი და მკურნალობა ყველა ინფიცირებულ პირს და მოახდინოს ინფექციის ელიმინაცია ქვეყანაში. სტრატეგია გახდა მონიტორინგისა და ზედამხედველობის, ინფექციაზე კონტროლის, პრევენციისა და ცნობიერების გაზრდის პროგრამების გაუმჯობესების მამოძრავაბელი ფაქტორი ქვეყანაში. სტრატეგიის ფარგლებში ასევე მოხდა ქვეყნის მასშტაბით C ჰეპატიტზე სკრინინგის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდა.
პროგრამის დაწყებიდან დღემდე 1.2 მილიონ ადამინს ჩაუტარდა სკრინინგი C ჰეპატიტზე. 40 000 პაციენტი დარეგისტრირდა მკურნალობის პროგრმაში და
ჩაუტარდა მკურნალობა ახალი ანტივირუსული მედიკამენტებით, რომელთაგანაც 32 000-მა უკვე წარმატებით დაასრულა მკურნალობა (განკურნების საშუალო მაჩვენებელი 95%). დღეისათვის სკრინინგი უფასოდ ხორციელდება ქვეყნის მასშტაბით.
ფართომასშტაბიანი აქტივობები ხორციელდება რისკის ჯგუფების წარმომადგენელთა, მთავარი სამიზნე პოპულაციების (მ.შ. 30-60 წლის მამაკაცები, ნარკოტიკების ინტრავენურად მომხმარებლები, სისხლის დონორები, პატიმრები, აივ ინფიცირებულები, დიალიზზე მყოფი და ჰემოფილიის მქონე პაციენტები) სამედიცინო პერსონალის, ყველა ჰოსპიტალიზებული ადამიანისა და ორსულთა სკრინინგისათვის.
„ჩვენ მოხარულები ვართ ვიხილოთ საქართველო როგორც NOhep Visionary პროგრამის ევროპული რეგიონის პირველი წარმომადგენელი.“ განაცხადა ჩარლზ გორმა, პაციენტთა გლობალური ორგანიზაცია ჰეპატიტის მსოფლიო ალიანსის, პრეზიდენტმა.
„ეს არის ის, რაც ჩვენ დღეს ნამდვილად გვჭირდება – ელიმინაციის ჩემპიონმა ქვეყნებმა თქვან ‘დიახ, ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ეს და აი როგორ’ “. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საქართველო გახდება სხვა ქვეყნებისთვისაც შთაგონების წყარო გაავრცელონ მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერა და სწრაფად განახორციელონ საჭირო ქმედებები 2030 წლისათვის ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის მიზნით.“ დასძინა მან.
სამიტზე ბატონმა ამირან გამყრელიძემ (NCDC-ის გენერალური დირექტორი) განაცხადა
“2015 წლიდან საქართველო ახორციელებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უმნიშვნელოვანეს პროექტს ქვეყანაში C ჰეპატიტის ელიმინაციის მიზნით.
გვაქვს პატივი, ამ მიმართულებით უკვე გაწეული უდიდესი შრომის გამო, როგორც C ჰეპატიტის ელიმინაციის სამოდელო ქვეყანა, შევუერთდეთ გლობალურ NOhep მოძრაობას და წარვუძღვეთ NOhep Visionary პროგრამას ევროპის რეგიონსა და მსოფლიოში.”
NOhep Visionaries პროგრამა წარმოადგენს NOhep გლობალური მოძრაობის ნაწილს, რომელიც 2016 წელს წამოიწყო ჰეპატიტის მსოფლიო ალიანსმა 2030 წლისათვის ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის მიზნით. NOhep’s ფუნდამენტურ მიზანს წარმოადგენს ჯანმოს ჰეპატიტების გლობალური სტრატეგიის მხარდაჭერა, რომელიც ითვალისწინებს 2030 წლისათვის B და C ჰეპატიტის ახალი შემთხვევების 90%-ით და სიკვდილობის 65%-ით შემცირებას.
NOhep ღიაა ყველა ინდივიდის, ორგანიზაციისა თუ მთავრობისათვის, რომელიც მიზნად ისახავს ჰეპატიტების ელიმინაციას მსოფლიოში. მეტი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებგვერდი www.NOhep.org
NOhep Visionaries-ს პროგრამის განმახორციელბლები შეირჩნენ ჰეპატიტის მსოფლიო ალიანსის მიერ ჯანმოსთან კოლაბორაციით მათ მიერ ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციაზე აღებული პასუხისმგებლობისა და განხორციელებული აქტივობების გათვალისწინებით. პროგრამა ღიაა ყველა ქვეყნის მთავრობისათვის.
Georgia spearheads global movement to eliminate viral hepatitis
[Sao Paulo, 1 November 2017] Today, Georgia was awarded the title of NOhep Visionary for the European Region at the World Hepatitis Summit in Sao Paulo, Brazil [1 – 3 November].
Georgia joined five other countries on stage including Brazil, Bangladesh, Egypt, The Gambia and Mongolia to launch the NOhep Visionaries Programme worldwide. These countries were selected to spearhead the Programme because of their commitment to eliminating viral hepatitis and to inspire other countries to take action.*
The NOhep Visionaries Programme is a global campaign which engages governments to scale-up successful approaches to elimination and share key learnings, accelerating progress towards eliminating viral hepatitis by 2030.
Georgia is a country with one of the largest burdens of HCV infection globally. According to the nationwide sero-survey conducted by National Center for Disease Control and Public Health (NCDC) with support of the US Centers for Disease Control and Prevention (CDC) in 2015, sero-prevalence of HCV in Georgia is 7.7% with 5.4% prevalence of active infection, which in absolute numbers accounts to 150 000 persons with active infection.
In 2015, Georgia became the first country in the WHO European Region to set the goal of eliminating hepatitis C as a public health threat and two years later, 32 000 people have already been successfully cured.
The long-term Strategic Plan for the Elimination of Hepatitis C Virus in Georgia – 2016-2020 was developed with ambitious aim to screen and provide treatment for all infected patients by year of 2020 and to eliminate the disease in the country. This strategy has driven improvements in monitoring and surveillance, infection control, prevention and awareness raising programs; it has also expanded access to hepatitis C screening, diagnosis and treatment services across the country.
Since the launch of the programme, 1,2 million people have been screened for HCV, as of July, 2017 – up to 40 000 patients were registered for treatment with different regimens based on Sofosbuvir and Harvoni, more then 32 000 patients already completed the treatment, and among those with SVR result available, overall cure rate reached 95%, whereas for Sofosbuvir/Ledipasvir-based regimens cure rate was 98%. Screening is available free of charge throughout the country.
Large-scale activities are taking place to ensure all at-risk groups are screened, including key populations (i.e. men aged 30-60, PWIDs, blood donors, prisoners, PLHIV, dialysis patients and patients with haemophilia), medical personnel, all hospitalized people and pregnant women.
“We are delighted to see Georgia become the first NOhep Visionary for the EURO region.” said Charles Gore, President of the World Hepatitis Alliance, the global patient-led hepatitis organisation. “This is what we really need – champion countries to say, ‘yes we can do this and here’s how”. We hope that Georgia will inspire other countries to replicate its strong political commitment and take the immediate action necessary to eliminate viral hepatitis by 2030.” he added.
Speaking at the event, Director General of NCDC Dr. Amiran Gamkrelidze, said “Since 2015 Georgia has been conducting important public health program aimed to eliminate Hepatitis C in the country. It is a great honor to be selected as a model country , due to our efforts and commitment to fight this disease , to join a global NOhep movement and spearhead the programme in European region and across the world”.
The NOhep Visionaries Programme is part of the NOhep global movement, which was set up in 2016 by the World Hepatitis Alliance to eliminate viral hepatitis by 2030. NOhep’s fundamental objective is to drive action to fulfil the World Health Organization’s Global Hepatitis Strategy, which include a 90% reduction of new hepatitis B and C infections and a 65% reduction in hepatitis B and C related mortality by 2030.
NOhep is open to all individuals, organizations and governments who are committed to eliminating viral hepatitis worldwide. For more information, visit www.NOhep.org
*NOhep Visionaries have been selected by the World Hepatitis Alliance, in collaboration with WHO, to spearhead the programme due to their commitment and activities to eliminate viral hepatitis. The programme is open to all governments.