24-30 აპრილს ევროპა იმუნიზაციის კვირეულს (EIW) აღნიშნავს. კვირეულის მიზანი იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.
იმუნიზაცია ადამიანებს იმ დაავადებებით გამოწვეული ინვალიდობის და სიკვდილისაგან იცავს, რომელთა თავიდან აცილებაც ვაქცინებით არის შესაძლებელი. მათ შორისაა დიფთერია, ყივანახველა, В ჰეპატიტი, წითელა, წითურა, პნევმონია, პოლიომიელიტი, როტავირუსული დიარეა, ტეტანუსი და საშვილოსნოს ყელის კიბო;
მსოფლიოში იმუნიზაციის მნიშვნელობის ხაზგასმის მიზნით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა ბიურომ 2016 წლის 24-30 აპრილის პერიოდი ევროპის იმუნიზაციის კვირეულად გამოაცხადა. საქართველო, როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის წევრი ქვეყანა, იმუნიზაციის კვირეულში მონაწილეობას 2007 წლიდან იღებს.
დღეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ევროპის იმუნიზაციის კვირეულის (EIW) აღსანიშნავად გაიმართება პრესკონფერენცია სლოგანით – აცერი და დაიცავი!